ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:44 
გამგებელი, რომელსაც “ქართული ოცნება” წალკის მერობის კანდიდატად ასახელებს და მისი მმართველობის დროს არსებული ხარვეზები - 05 ოქტომბერი 2017

ქვემო ქართლში „ქართულმა ოცნებამ“ ძველი კადრებიდან მხოლოდ ორი მუნიციპალიტეტის, წალკის და ბოლნისის გამგებლები დატოვა თავის გუნდში და მათ მერობის კანდიდატებად წარადგენს.

წალკის მუნიციპალიტეტში ილია (ჯონი) საბაძე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წელს დაინიშნა. შემდეგ კი, 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი გახდა. გამგებლის თანამდებობამდე საბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში 12 წლის მანძილზე მუშაობდა.

წალკა მისი მმართველობის დროს მედიის ყურადღების ცენტრში სხვადასხვა თემით მოხვდა. ერთ-ერთი, მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებული დასკვნა იყო, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა. აუდიტმა გამოიკვლია წალკის 2013-2014 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობა არსებულ კანონმდებლობასთან. გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები.

  • მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით გააფორმა 85 ხელშეკრულება – საერთო ღირებულებით 919.5 ათასი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში გამგეობას მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება არ მოუხდენია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილების მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე;
  • 2013-2014 წლებში 14 ხელშეკრულების ფარგლებში, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დოკუმენტურად ვერ დასტურდება 3 228 კბ.მ ქვიშის მიწოდება;
  • ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად სოფელ თრიალეთში გრუნტის დამუშავების ღირებულება განისაზღვრა 35.4 ლარით, მაშინ როდესაც იმავე ხარჯთაღრიცხვაში ანალოგიური სამუშაოს ღირებულება იყო 5.9 ლარი. ცვლილებაში აღნიშნული ფასის გათვალისწინების შემთხვევაში სამუშაოების შესრულება შესაძლებელი იყო 13.3 ათასი ლარის ნაკლები დანახარჯით;
  • 2014 წელს სოფელ საბეჭისში წყლის რეზერვუარისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე დაიხარჯა 47.8 ათასი ლარი. სამუშაოები ჩაბარდა 2014 წლის 29 ოქტომბერს. მოსახლეობისა და პასუხისმგებელი პირის განმარტებით, წყლის სისტემის ჩართვა და სოფლისთვის წყლის მიწოდება დაიწყო მხოლოდ 2015 წლის მაისიდან, სამუშაოების დასრულებიდან შვიდი თვის შემდეგ;
  • 2014 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა გზის კაპიტალური რემონტის სამუშაოები. ხელშეკრულების ფარგლებში გამგეობამ გზის სამოსის მომზადებაში მიმწოდებელს აუნაზღაურა 340.6 ათასი ლარი, მაშინ, როდესაც იგივე სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა შეასრულა 222.9 ათას ლარად;
  • 2013-2014 წლებში მუნიციპალიტეტს სულ გახარჯული აქვს 5 ათასი ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით 199.7 ათასი ლარი. საწვავის გამოყენებაზე გამგეობას არ აქვს შემუშავებული სათანადო კონტროლის სისტემა, ასევე განსაზღვრული არ არის სხვადასხვა თანამდებობის პირზე შესაბამისი ლიმიტები;
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2013-2014 წლებში 7.9 ათასი ლარი დახარჯულია სხვადასხვა თანამდებობის პირისთვის მობილური ტელეფონების შესაძენად, მათ შორის გამგებლისთვის ტელეფონი შეძენილია ორჯერ საერთო ღირებულებით 2160 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარისთვის სამჯერ ღირებულებით 2940 ლარი. ასევე ამ პერიოდში გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარისთვის შეძენილია 2 პლანშეტი, რაზედაც დაიხარჯა 1380 ლარი;
  • 2013-2014 წლებში გაცემულმა პრემიებმა ჯამში 696.9 ათასი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 100%-იანი პრემიები, წელიწადში 6-7-ჯერ, ძირითადად გაცემულია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებზე (წყარო: სახელმწიფო აუდიტი).

 

აღნიშნული დასკვნის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტს წალკის მიმართულებით მსგავსი ყურადღება აღარ გამოუჩენია. შესაბამისად, უცნობია მომდევნო წლებში, როგორ გააგრძელა გამგებელმა ილია საბაძემ მუნიციპალიტეტის მართვა.

ფაქტ-მეტრი წალკის მუნიციპალიტეტში (2014-2017 ივნისის ჩათვლით) წალკის ბიუჯეტიდან გაცემული პრემია-დანამატებითაც დაინტერესდა. მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია მხოლოდ გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით მოგვაწოდა.

წალკის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო კი ასეთია: გამგებლის ანაზღაურება შეადგენს 2 650 ლარს, მისი მოადგილეების 1 300 ლარს, საკრებულოს თავმჯდომარის 2 650 ლარს, ხოლო მისი მოადგილის ანაზღაურება კი 1 700 ლარია.

2014 წლიდან 2017 წლის ივნისამდე, წალკის ბიუჯეტს გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარის და მათი მოადგილეების პრემიები 254 850 ლარი დაუჯდა.

 

factcheck.ge 

მანონ ბოკუჩავა

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია