პარასკევი, 24 ნოემბერი 2017 წ.  17:07 
რუსთავის მერობის კანდიდატი: „ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება“ - 21 ოქტომბერი 2017

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთელი დღის მანძილზე, რუსთავის სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან,  ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდებოდა.

„ ამომრჩეველს არ აქვს თავისუფალი გარემო არჩევანის გასაკეთებლად. ყველა უბანზე მობილიზებული იყვნენ მოქალაქეების დიდი ჯგუფები, რომლებიც ეწეოდნენ აგიტაციას სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ, აღრიცხავდნენ მოსულ ადამიანებს, რითაც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ მათზე. ასევე, უბნებზე დადიოდნენ პარლამენტის წევრი მხეიძე და სხვა მაღალჩინოსნები.  მობილიზებული იყვნენ მოჭიდავეები და ქარხნების დირექტორები. ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო..“ – აცხადებს რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო იმედაშვილი.

ბრალდებებს „ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაცია პასუხობს და აცხადებს, რომ პარტია მუშაობს არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით. დასძენენ, რომ მათ ამ ეტაპზე რამე სახის კანონდარღვევაზე არ აქვთ ინფორმაცია და თუ ვინმეს აქვს მაგსვი ფაქტი, მიმართონ შესაბამის უწყებებს.

რუსთავის მე-2, 33-ე და ინტერნატების დასახლების საარჩევნო უბნების წინ, მოქალაქეების ჯგუფები „ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალმაც kvemokartli.ge” დღის პირველ ნახევარში გადაიღო. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ პირად საქმეზე იმყოფება, ხოლო ნაწილი ადასტურებდა, რომ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამომრჩევლებს ითვლიან.

 

„ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალმაც kvemokartli.ge”

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია