ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017 წ.  11:20 
„წერილი სახალხო დამცველს"- საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კონკურსს აცხადებს - 02 დეკემბერი 2017

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის, სამეგრელოს, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის საჯარო სკოლების ყველა მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეს. კონკურსის მეშვეობით მათ ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოს სახალხო დამცველს პირადად მისწერონ წერილი გენდერული თანასწორობის თემატიკაზე:

• გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები;
• ადრეულ ასაკში ქორწინება;
• ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
• ქალი და პოლიტიკა;
• გენდერული სტერეოტიპები;

წერილი უნდა ეხებოდეს გენდერულ საკითხებს და ასახავდეს მოსწავლეების ხედვას არსებული გამოწვევებისა და მათი შესაძლო გადაჭრის გზების თაობაზე. წერილის გამოგზავნა, ქართულის გარდა, ასევე, შესაძლებელია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

კონკურსის მონაწილეებმა წერილები (მაქსიმუმ 500 სიტყვა) უნდა გამოგზავნონ 2017 წლის 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სახალხო დამცველის ელექტრონულ მისამართზე letter@ombudsman.ge.

ასევე, შესაძლებელია სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში მიტანა შემდეგ მისამართებზე: 
• ქვემო ქართლის ოფისი: მარნეული, რუსთაველის N51
• სამცხე-ჯავახეთის ოფისი: ახალქალაქი, ჭავჭავაძის N4
• სამეგრელოს სამმართველო: ზუგდიდი კოსტავას N58
• კახეთის ოფისი: თელავი, ჩოლოყაშვილის N3
• გურიის ოფისი: ოზურგეთი, ჭავჭავაძის 14

კონკურსი ტარდება პროექტის ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.

 

kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია