ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017 წ.  11:19 
რუსთავის მუნიციპალიტეტი ,,ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობისთვის“ საუკეთესო მუნიციპალიტეტებს შორის დასახელდა - 06 დეკემბერი 2017

შეფასების შედეგები:

 ● შეფასების 100%-იან სკალაზე, მუნიციპალიტეტების საშუალო/ჯამური შედეგი მხოლოდ 21%-ია

 ● მუნიციპალიტეტების უმეტესობა ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან მაჩვენებელს

 ● მხოლოდ 10-12% აქვეყნებდა (ისიც არასრულად) ინფორმაციას ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ

 ● აღმასრულებელი ორგანოების 40%-ზე მეტი საერთოდ არ აქვეყნებდა ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე მიმდინარე ტენდერების          შესახებ

● 50%-ზე მეტი არ აქვეყნებდა წლიურ ანგარიშებს

 ● თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება (ონლაინ ნებართვები, SMS           შეტყობინება, ონლაინ გამოკითხვა)

 ● მუნიციპალური ვებგვერდების ტექნიკური მახასიათებლების ხარისხი საშუალოზე დაბალია (34%)

 ● ბოლო ერთწლიან პერიოდში დასახლების საერთო კრება არ ჩატარებულა მუნიციპალიტეტების 85%-ზე მეტში

 ● სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები და საჯარო განხილვები არ ჩატარებულა 60%-ზე მეტში

 ● მონაწილეობის საბიუჯეტო პროგრამები მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

 ● საკრებულოების 70%-ზე მეტი არ ახდენს დაგეგმილი სხდომების შესახებ მოქალაქეთა წინასწარ ინფორმირებას, არ აქვეყნებს     სხდომის ოქმებს

  ● 60%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის პრაქტიკა თითქმის არ ქვეყნდება მუნიციპალური იურიდიული პირების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია

 მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2017 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, სერტიფიკატები გადაეცათ საუკეთესო შედეგების მქონე შემდეგი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს:

  - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი;

  - თელავის მუნიციპალიტეტი;

  - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი;

  - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი;

  - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

ასევე, მოქალაქეთა მონაწილეობის საუკეთესო ინიციატივისთვის დაჯილდოვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი". 

წყარო: idfi.ge – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია