ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 წ.  07:37 
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის - 14 დეკემბერი 2017

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ისარგებლეს, ან სარგებლობენ „1+4“ პროგრამით, შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ კურსებზე სწავლის პარალელურად, ან მისი დასრულების შემდეგ, საკუთარი ინტერესების მიხედვით შერჩეულ უწყებაში, სასურველი მიმართულებით სტაჟირება გაიარონ. 

„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. 

აღნიშნული სიახლის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვას შეუწყობს ხელს.

„საპილოტე პროგრამა ჩვენი აპარატის ინიციატივითა და გაეროს ასოციაციისა და აშშ-ს განვითრების სააგენტოს ხელშეწყობით წლის დასაწყისში განვახორციელეთ - 65-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ სტაჟირება 20 საჯარო უწყებაში უკვე გაიარა. შედეგები ძალიან პოზიტიური იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამისათვის უკვე სამართლებრივი  და ინსტიტუციური ფორმა მიგვეცა, გარკვეული ვალდებულება აგვეღო და ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წასახალისებლად ეს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა, წაახალისოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმება და ხელი შეუწყოს მათ ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციას.

სტაჟირების განაცხადი საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსდება. მიღება  წლის განმავლობაში 2 ნაკადად გამოცხადდება - გაზაფხულზე (აპრილი) და შემოდგომაზე (ნოემბერი).

ფოტოს წყარო: blh.com.ge

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია