ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 წ.  07:37 
თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ბიუროკრატიის ხარჯებს გაზრდის - 16 დეკემბერი 2017

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შესახებ”.

კანონპროექტი გულისხმობს 32-ე და 38-ე მუხლების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თანამდებობის პირების ჩამონათვალი იზრდება და ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილეები ეყოლება.

ინიცირებული კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებისას რამდენჯერმე შეიცვალა.

მეორე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი, სრულიად განსხვავებული სახე მიიღო – განხილვისას თავად კანონპროექტის ავტორის მიერ გამოითქვა შენიშვნები ცვლილებების პროექტზე  და კანონპროექტი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: საკრებულოს ნებისმიერ ფრაქციას ჰყავს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო იმ ფრაქციას, რომლის წევრთა რაოდენობა ცხრა ან მეტია, უფლებამოსილია ჰყავდეს მეორე მოადგილე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში კი, ყველა ფრაქციას ეყოლება თავმჯდომარის მოადგილე და ყოველ ცხრა წევრზე თითო მოადგილე, რომელთა რაოდენობა ჯამში სამს არ უნდა აღემატებოდეს. ამ დათქმით, ოპოზიციურ ფრაქციებსაც ექნებათ შესაძლებლობა, ჰყავდეთ მოადგილე.

დღეს მოქმედი კანონით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის შექმნა შესაძლებელია არანაკლებ სამი წევრით (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 30.4 -ე მუხლი). ფრაქციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირია, საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა კი ანაზღაურებადია. გარდა ფრაქციის თავმჯდომარისა, საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე(ები) და კომისიის თავმჯდომარეები (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; 32 -ე მუხლი). აღნიშნული პირები იღებენ შრომის ანაზღაურებას, განსხვავებით საკრებულოს სხვა წევრებისგან.

ახალი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზეზს წარმოადგენს ფრაქციის მუშაობის შეფერხების ობიექტური რისკი, რადგან ფრაქციის თავმჯდომარე ერთპიროვნულად წარმართავს ფრაქციის საქმიანობას და რადგან მას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა უწევს, ამ დროს შეიძლება შეფერხდეს ფრაქციის მუშაობა.

თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია საკრებულოს ფრაქციის შექმნის წესი, ხოლო ფრაქციის წესდებით განისაზღვრება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საქმიანობა, რითაც, თავად ამავე ფრაქციას, საკუთარი წესდებით, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ფუნქციები ფრაქციის წევრებს შორის, ან ფრაქციის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში განსაზღვროს მისი უფლებამოსილების განმახორციელებელი წევრი. შესაბამისად, ფრაქციის მუშაობის შეფერხების საშიშროება არ დგას.

იმისთვის, რომ კარგად გავიაზროთ პარლამენტში განსახილველი კანონპროექტი, უპრიანი იქნება თუ მისი განხილვის ეტაპზებს ქრონოლოგიურად მიმოვიხილავთ.

I მოსმენა

კანონპროექტის თავდაპირველი ინიცირებული ვერსია გულისხმობდა, რომ ფრაქციას ყოველ ხუთ წევრზე შეიძლებოდა ერთი მოადგილე ყოლოდა, მაგრამ, ჯამში არაუმეტეს ოთხი. თუმცა, ცვლილების პროექტის I მოსმენისას გათვალისწინებული იქნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების მაქსიმალური რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდა. მოადგილეების რაოდენობის ზედა ზღვრის დაწევის შემდეგ, განმარტებითი ბარათის მიხედვით, 64 მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის ხარჯებს თვეში დაახლოებით 226 600 ლარით გაზრდიდა. I მოსმენის ეტაპზე არსებული ვარიანტით, 53 მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გარდა სხვა პარტიებს არ ჰყავდათ ხუთ წევრიანი ფრაქცია, რაც მათ ანაზღაურებადი მოადგილეების ყოლის შესაძლებლობას არ აძლევდათ.

ფაქტ-მეტრის დათვლით, მსგავსი სახით კანონპროექტის მიღება საშუალოდ, წელიწადში (63 მუნიციპალიტეტში – გარდა, თბილისისა), შრომის ანაზღაურების ხარჯებს  3 326 400 – 4 158 000 ლარით გაზრდიდა.

II მოსმენა

II მოსმენისას კანონპროექტი არსებითად შეიცვალა, პროექტისა და ამავე მოსმენაზე შენიშვნების ავტორის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, “ეს იყო გარკვეული მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეცვლილი ვარიანტი ითვალისწინებს ყველა ფრაქციაში ერთი მოადგილის თანამდებობას, ხოლო ცხრა ან მეტწევრიან ფრაქციაში კი – მეორე ანაზღაურებადი მოადგილის შტატის არსებობას.

თავის მხრივ, ყველა მუნიციპალიტეტში “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” მინიმუმ ცხრა წევრი ჰყავს, რადგან პროპორციული სიით საკრებულოს წევრთა რაოდენობა 15-ია და საშუალოდ, ყველა მუნიციპალიტეტში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 55.8% -ია

ამრიგად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათი წევრების რაოდენობა (მხოლოდ პროპორციული წესით არჩეული პირების), მინიმუმ ცხრა წევრია. ამასთან, ყველა საკრებულოში ყველა ოპოზიციურ პარტიას ჰყავს მინიმუმ ერთი ფრაქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე 63-ვე (თბილისის გარდა) საკრებულოში მინიმუმ სამი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება. კანონპროექტის მსგავსი რედაქციით, ჯამში, 63 მუნიციპალიტეტში, წლიურად ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების შრომის ანაზღაურება გამოიწვევს მინიმუმ 2 494 800 – 3 118 500 ლარით ზრდას.

თუმცა, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო პირობების გათვალისწინებით და წევრების რაოდენობით, “ქართული ოცნების” სიით გასულ საკრებულოს წევრებს შეუძლიათ რამდენიმე ფრაქცია შექმნან, რაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების შრომის ანაზღაურების ხარჯებს მინიმუმ გააორმაგებს და დაახლოებით, ჯამში, 63 მუნიციპალიტეტის ხარჯებს 4 989 600 – 6 237 000 ლარით გაზრდის.

მაგალითად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია წარმოდგენილია ცხრა ან ათი წევრით, ერთი ფრაქციის პირობებში დამატებით ორი ანაზღაურებადი მოადგილე ეყოლება, ხოლო თუ შექმნის ორ ფრაქციას, მაშინ ნაცვლად ორი მოადგილისა, შესაძლებლობა აქვს ოთხი ანაზღაურებადი მოადგილის ყოლის. 

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის არა მარტო შრომის ანზღაურების ხარჯების ზრდას გამოიწვევს, არამედ, წაახალისებს ერთგვარი ფორმალური ხასიათის ფრაქციების შექმნას, რაც საკრებულოს მუშაობის ეფექტურობაზე ვერ აისახება.

 

ეგნატე შამუგია

factcheck.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია