ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 წ.  07:34 
NDI მარნეულის საკრებულოში სტაჟირების გასავლელად კონკურსს აცხადებს - 03 იანვარი 2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.

პროგრამის ფარგლებში NDI კონკურსს აცხადებს სტაჟირების გასავლელად 2018 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საკრებულოებში შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ზუგდიდი, მარნეული და ოზურგეთი. სტაჟირება სრულ განაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 - 18:00 საათი). NDI სტაჟიორებს 150 დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით უზრუნველყოფს.

საკრებულოებში შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე აქტივობებში და გაიარონ NDI-ის მიერ სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგები. გამოცდილებიდან გამომდინარე, სტაჟიორები საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციებსა და კომისიებში იმუშავებენ.

წარატებული კანდიდატები ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

1. ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში: საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები სამართალი საჯარო მმართველობა ეკონომიკა ფინანსები მენეჯმენტი საზოგადოებასთან ურთიერთობები

2. პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა

3. ძლიერი ანალიტიკური უნარები

4. ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა

5. დავალებების დროულად შესრულების უნარი

6. გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

7. ძლიერი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები

8. წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი

9. კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office, Internet, Social Media).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 17 იანვრამდე (23:00 საათი) CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancygeorgia@ndi.org უნდა გამოაგზავნონ. გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება ელ.ფოსტის სათაურში. ტესტირებაზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი.

ფოტოს წყარო: მარნეულის მერია

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია