ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 წ.  07:35 
რუსთავს ახალი წლის "ლამაზად" შეხვედრა 114 482 ლარი დაუჯდა - 11 იანვარი 2018

საახალწლო სამზადისის დაწყებისას, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსთაველები „ლამაზად“ შეხვდნენ ახალ წელს.

ახლა, როდესაც დასასრულს უახლოვდება, სადღესასწაულო  პერიოდი, kvemokartli.ge დაინტერესდა, რა დაუჯდა ეს „სილამაზე“ ადგილობრივ ბიუჯეტს.

ახალი წლის საზეიმოდ შეხვედრისთვის რუსთავის ხელისუფლებამ, გასული წლის მიწურულს ორი ხელშეკრულება დადო. ერთი მათგანი გაფორმდა ინდივიდუალურ მეწარმე ლაშა კვარაცხელიასთან.  ხელშეკრულების საგანი იყო მუნიციპალიტეტისთვის შემდეგი მომსახურებების 63 482 ლარად გაწევა: კონცერტის ჩატარება, საცირკო წარმოდგენა, თოჯინების სპეკტაკლი, ანიმატორები, ღონისძიების წამყვანებით უზრუნველყოფა, მომღერლები, სცენა, განათება, გახმოვანება, საჩუქრები. ვრცელ ჩამონათვალში მოხვდა ასევე 2000 მოსაწვევი (საერთო ღირებულებით 400 ლარი), 6 საახალწლო კოტეჯი (საერთო ღორებულებით 5 400 ლარი), მარხილი (ღირებულება 800 ლარი), ირემის ორი ფიგურა (საერთო ღირებულებით 800 ლარი) თივის 150 ტუკი (საერთო ღირებულებით 450 ლარი) - აღნიშნული ჩამონათვალი არაა სრული.

ეს ხელშეკრულება, თუ უშუალოდ სადღესასწაულო დღეებში ჩასატარებელ აქტივობებს ეხებოდა,  ქალაქის საახალწლოდ განათებისთვის დაიდო მეორე ხელშეკრულება, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით, შპს „სითი ლაითთან.“ ამ უკანასკნელს, რუსთავის საახალწლო გარე განათების უზრუნველყოფისთვის ჩაურიცხეს 51 000 ლარი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა დეკორატიული განათებების მოწყობას.

შესაბამისად, რუსთავის ბიუჯეტს ახალი წლის „ლამაზად“ შეხვედრა 114 482  ლარი დაუჯდა.

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია