ხუთშაბათი, 18 იანვარი 2018 წ.  07:36 
წალკის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა - 12 იანვარი 2018

ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის სწავლებისათვის, იუსტიციის სამინისტროს სოფლად არსებულ თანამედროვე ინფრასტრუქტურას იყენებს. საზოგადოებრივ ცენტრში გახსნილ ინგლისური ენის კლუბს ბავშვები უფასოდ დაესწრებიან, ისარგებლებენ ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინრესურსებით, აუდიო თუ ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში.

წალკაში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს − სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტრენინგებსა და სემინარებს პედაგოგები სოფლებიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრებში დაესწრებიან.

ინგლისური ენის კლუბები უკვე მოქმედებს ჩაქვის, დიდი ჯიხაიშისა და ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრებში. უახლოეს პერიოდში ინგლისური ენის შესწავლას კაბალისა და ვალეს ახალგაზრდებიც შეძლებენ.

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: წალკის მუნიციპალიტეტი

Kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია