„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (CIPDD) ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის.“
პროექტის ფარგლებში სოფელ დისველში მიმდინარეობს ბიბლიოთეკის, წარმომადგენლის ოთახისა და სამედიცინო პუნქტის მოწყობა, ხოლო სოფელ ქვეშში გაკეთდება მინი პარკი.
CIPDD-სა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 7 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტის მიზანია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში თემის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.
პროექტი, გერმანული ფონდის „Brot für die Welt “ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Kvemokartli.ge