პარასკევი, 23 თებერვალი 2018 წ.  00:39 
“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” - 22 იანვარი 2018

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG - ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ნიადაგებისა და წყლების მდგომარეობა შეისწავლა. კვლევა განხორციელდა თსუ-ს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ-ს  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით.

წყლების და ნიადაგის ანალიზმა (2017 წელი) შედეგი აჩვენა:

„ ამ ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგად, რომელიც დამატებით გამყარებულია, პროექტის მონაწილეების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი გამოციდლებით, კვლევებითა და მონაცემებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებს კომპანია “RMG” დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდე არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ დაბინძურების ამ დონემდე გაზრდა ფიქსირედება .. საყდრის-ყაჩაღიანის საბადოს ათვისების შემდეგ წლებში. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი, თუმცა ჩვენი ვარაუდით ეს დაბინძურება მოცემული შედეგებზე დაყრდნობით უფრო დიდ ტერიტორიასაც უნდა მოიცავდეს.

დაბინძურების სრული სურათის წარმოჩენისათვის აუცილებელია კვლევამ მთელი ქვემო ქართლი მოიცვას, გარდა ამისა აუცილებელია დაბინძურების ეფექტის შესწავლა საკვებ პროდუქტებსა და განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობზე.

მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების მიერ აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და კვლევა. ასევე აუცილებელია დაინერგოს საბადოს მართვის თანამედროვე პრინციპებზე მორგებული სახელმწიფო რეგულაციათა პაკეტი და გაიზაროდს საბადოს მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის დონე.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები შევადარეთ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს და მონაცემებზე დაყრდნობით გამოვითვალეთ რაოდენობრივი შემცველობები, რის საფუძველზეც დადგინდა ამა თუ იმ სოფელში ტოქსიკური ლითონების მატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით.

გამოთვლებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დავინახოთ, რამდენჯერ აღემატება თითოეულ სოფელში ლითონების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას.

ნახიდურში ნიადაგის ზედაპირზე სპილენძის შემცველობა ნორმას 0,74-ჯერ აღემატება, მანგანუმი 0.433-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.115-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0,552-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.60-ჯერ;

მწყნეთში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია ზედა ზღვართან მიმართებით 0.5195-ჯერ, ხოლო სიღრმეში 0.1215-ჯერ;

ფოლადაურში ნიადაგის ზედაპირზე მანგანუმი მომატებულია 0.236-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.98-ჯერ, სიღრმეში კი კადმიუმი ზედა ზღვარს 0,19025-ჯერ აღემატება;

ქვემო ბოლნისში ზედაპირზე მანგანუმი აღემატება 0.158-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვარს აღემატება 2.125- ჯერ, სიღრმეში მანგანუმი აღემატება 0.12654-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვარს აღემატება 1.80-ჯერ;

რატევანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია: მანგანუმი 0.06364-ჯერ, თუთია 2.3766-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 2.5683-ჯერ, სიღრმეში კი – სპილენძი 1.21656-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.19-ჯერ;

მუშევანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.0148-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.86-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0.50426-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 2.00-ჯერ;

აკაურთაში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.652-ჯერ, სიღრმეში – კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.555-ჯერ; 43 გომარეთში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია ზედა ზღვართან მიმართებით 0.477-ჯერ, სიღრმეში კი – ზედა ზღვართან მიმართებით 0.45545-ჯერ;

განთიადში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.189-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.07-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0.1393-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 0.612-ჯერ;

ვარდისუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.20126-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.0335-ჯერ, ტყვია 0.0272-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი მომატებულია 0.2688-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.4844-ჯერ, ტყვია 0.1295-ჯერ;

მამიშლოში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.04348-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.222-ჯერ, ტყვია 0.02125-ჯერ, სიღრმეში კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით მომატებულია 1.50-ჯერ, ტყვია 0.1732-ჯერ;

პატარა დმანისში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია ქვედა ზღვართან მიმართებით 1.422- ჯერ, ტყვია 0.3125-ჯერ, სიღრმეში კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით მომატებულია 1.394-ჯერ, ტყვია 0.154-ჯერ; აბულბუქში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 0.38425-ჯერ, მანგანუმი 0.3468-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.782-ჯერ, ტყვია 1.0174 -ჯერ, სიღრმეში – სპილენძი 0.4206- ჯერ, მანგანუმი 0.502-ჯერ, თუთია 2.5847-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2985-ჯერ, ტყვია 2.0271-ჯერ;

ბალიჭის ჭალებში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 0.3949-ჯერ, მანგანუმი 0.24914-ჯერ, თუთია 0.7327-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.9827-ჯერ, ტყვია 2.3653-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.4367-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.278-ჯერ, ტყვია 1.2656-ჯერ;

ტანძიაში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.274-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.226-ჯერ, ტყვია 0.8084-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.1465-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2995-ჯერ, ტყვია 0.80-ჯერ;

დარბაზში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.10404-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.11-ჯერ, ტყვია 0.99575-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.09692-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.05765-ჯერ, ტყვია 0.929-ჯერ;

ფოცხვერიანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.16-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 2.954-ჯერ, ტყვია 0.9929-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.105-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.227-ჯერ, ტყვია 1.2883-ჯერ; კაზრეთში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.18862-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.381-ჯერ, ტყვია 1.7128-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.2119-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.36955-ჯერ, ტყვია 1.99-ჯერ;

ბალიჭის შესასვლელთან ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 1.1014-ჯერ, მანგანუმი 0.2372- ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2292-ჯერ, ტყვია 1.881-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 0.0512-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.62-ჯერ, ტყვია 0.4968-ჯერ;

ბალიჭის შუაუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 0.0729-ჯერ, მანგანუმი 0.1668-ჯერ, კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.2748-ჯერ, ტყვია 1.86525-ჯერ, სიღრმეში – კადმიუმი ზედა ზღვართან მიმართებით 0.8035-ჯერ, ტყვია 0.7153-ჯერ;

ბალიჭის ზედაუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 0.32754-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.614-ჯერ, ტყვია 3.3337-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 0.10958-ჯერ, კადმიუმი ქვედა ზღვართან მიმართებით 1.422-ჯერ, ტყვია 0.7926-ჯერ”- ვკითხულობთ კვლევის დასკვენში.

დეტალურად დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე..

 

ფოტოს წყარო: მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა

Kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია