პარასკევი, 23 თებერვალი 2018 წ.  00:40 
რუსთავის მერის მძღოლმა, სამსახურეობრივი ავტომობილით, ავარია მოახდინა - 25 იანვარი 2018

 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს kvemokartli.ge” მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 23 იანვარს, რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას მძღოლმა ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურეობრივი ავტომობილით,  მოძრაობის წესები დაარღვია და ავარია მოახდინა. წყარო გვწერს, რომ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება მალავს.

Kvemokartli.ge რუსთავის მერიას დაუკავშირდა. მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ რუსთავის მერის მძღოლს სამსახურეობრივი ავტომობილით (VOLKSWAGEN PASSAT CC, ss310sw) ავარია, ნამდვილად მოუვიდა, თუმცა შედეგად "დიდი ზიანი" არავის მიადგა, არც ავტომობილებში მსხდომთა  ჯანმრთელობას და არც ავტომობილებს. მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობდა და შესაბამისად, სამართლებრივი პროცესები ამ კუთხით დაწყებულია. აცხადებენ, რომ მერი როგორც აღნიშნული ავარიის შემთხვევის დროს, ასევე ამჟამადაც უცხოეთში იმყოფება სამსახურეობრივი მივლინებით.

კითხვაზე, მერის ქვეყანაში არ ყოფნის დროს, რატომ სარგებლობდა მუნიციპალიტეტის ქონებით მძღოლი? გვპასუხობენ, რომ მერის გადაწყვეტილებით, მისი მივლინებაში ყოფნის დროს ავტომობილი მერიის სამსახურებს ემსახურებოდა. ასევე, დასძენენ რომ მათი ინფორმაციით მძღოლი ნასვამი არ იყო.

პ.ს ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი Kvemokartli.ge საქმის სამართლებრივ მიმდინარეობაზე ინფორმაციას იძიებს.

ფოტოს წყარო: Mediamall.ge


Kvemokartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია