პარასკევი, 23 თებერვალი 2018 წ.  00:39 
ichange.gov.ge ელექტრონული პეტიციების პლატფორმა - 01 თებერვალი 2018

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გაიმართა. "სიდას" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას პორტალის მოხმარების წესები და პირობები გააცნეს.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.

Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.  კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

 

ინფორმაციის წყარო: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

Kvemokartli.ge

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია