პარასკევი, 23 თებერვალი 2018 წ.  00:40 
თავშესაფარს მიღმა - 13 თებერვალი 2018

“ქალთა ფონდი საქართველოში“ იწყებს კამპანიას “თავშესაფარს მიღმა”, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის მსხვერპლთა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დროებით მცხოვრებ ქალებს ხელი შეუწყოს დასაქმებასა და ფინანსურ გაძლიერებაში, რათა მათ აღარ მოუწიოთ ძალადობრივ გარემოში დაბრუნება. 

შეგროვილი თანხით თავშესაფრის სამზარეულო აღიჭურვება საჭირო პროფესიული ტექნიკით, რაც იქ მცხოვრებ ქალებს საშუალებას მისცემს, გამოცდილი შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით გაიარონ მზარეულის კურსი, რაც როგორც თავშესაფარში, ასევე თავშესაფრის მიღმა მათ დასაქმებაში დაეხმარება. 

საჭირო თანხის შეგროვების შემდეგ თავშესაფარში ამუშავდება სოციალური საწარმო - მზა კერძების მიწოდების სერვისი, სადაც დასაქმდებიან ცენტრში მცხოვრები ქალები. გარდა იმისა, რომ ისინი შეიძენენ პროფესიულ გამოცდილებას, თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი შემოსავლით. 

იდეის განხორციელებისთვის საჭირო 50 000 ლარის შესაგროვებლად „ქალთა ფონდი საქართველოში“ თიბისი გალერეაში 1 მარტს გამართავს გამოფენა-გაყიდვას, ხოლო 2 მარტს აუქციონს, რისთვისაც 70-ზე მეტმა ხელოვანმა სრულიად უანგაროდ უკვე შეწირა ფონდს საკუთარი ნამუშევრები. 

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის გარდა, თავშესაფარში მცხოვრებ ქალთა მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვით - GE73TB7505136080100006. 

თავშესაფარში ამჟამად 13 ბავშვი და 7 ქალი ცხოვრობს. 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში 11 დაქორწინებული ან ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი ქალიდან 1 ქალს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის გამოცდილება აქვს, ხოლო სამი ქალიდან ერთს ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია საკუთარ თავზე. 

 

 

ინფორმაციის წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში
kvemokartli.ge 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია