პარასკევი, 23 თებერვალი 2018 წ.  00:38 
რუსთავში უსახლკარო მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მოწყობა იწყება - 14 თებერვალი 2018

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს უსახლკარო მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფას. წლების  განმავლობაში, ამ მიმართულებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნები დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა რეალურ შედეგებზე ვერ გადიოდნენ.

დღეს, რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქს უსახლკაროთა თავშესაფარი მიმდინარე წლის ბოლოს ექნება.

“რუსთავში,  სოციალური საცხოვრისი მე-11 მიკრო რაიონში არსებული შენობის ბაზაზე აშენდება. პროექტის ღირებულება  1 055 512 ლარია და გათვლილია  52 ოჯახზე.  ტენდერი, სამუშაოს შემსრულებლის გამოსავლენად, თვის ბოლომდე გამოცხადდება.  კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარები შეირჩევიან საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ამ ეტაპზე, არ არის.

რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ოჯახის სოციალური მდგომარეობა. ერთ-ერთი აუცილებელი განმსაზღვრელი იქნება, არის თუ არა ოჯახი რუსთაველი, ანუ აქვთ თუ არა რუსთავის რეგისტრაცია.

რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, კონკრეტული ვადები ტენდერის დასრულების და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი”- აცხადებენ რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების დიდ ნაწილს ცენტრალური ბიუჯეტი დაფარავს, ხოლო რუსთავს თანხის 13%-ის გადახდა უწევს.

 

მსაგვს თემაზე: რუსთავის 2016 წლის ბიუჯეტში უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის თანხები გათვალისწინებული არაა - 18 თებერვალი 2016

 

ფოტოს წყარო: რუსთავის მერია

kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2018 ყველა უფლება დაცულია