"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში აქცია გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები შეუერთდნენ.
მსვლელობა, რომელშიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყო.
პროფკავშირების ინფორმაციით, შრომის ინსპექციის გაუქმებიდან დღემდე საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად, დღეის მონაცემებით, 488 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.
მუშების მოთხოვნაა საქართველოს პარლამენტმა სრულად გაითვალისწინოს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების რეკომენდაციები, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა, უზრუნველყოს სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული შრომა.
ინფორმაციის/ფოტოს წყარო: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება
kvemokartli.ge