პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  22:12 
მარნეულში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება - 06 მარტი 2018

2018 წლის 7 მარტს 13:00 სთ-ზე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე. შეხვედრას წარუძღვებიან საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

სპიკერები ისაუბრებენ და უპასუხებენ დამსწრეთა შეკითხვებს ქალთა უფლებების შესახებ, განიხილავენ ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშს და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას; შეხვედრა ტარდება პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველები, აქტივისტები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები. შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ინფორმაციის წყარო: „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი.

 

kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია