პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  22:34 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა - 16 მარტი 2018

თბილისში მდებარე „ახალი სკოლა“ აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 16-17 წლის მოსწავლეებისთვის შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„ახალი სკოლა“ არის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის სწავლებისთვის ავტორიზებული სკოლა.  სტიპენდია მთლიანად დაფარავს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ორწლიან ციკლს, რომელიც 2018-2019 აკადემიურ წელს იწყება, და ცხოვრების ხარჯებს.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის, ძირითადი მიმართულებაა ევროპეისტიკა, სტანდარტულ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამას წარმოადგენს - მრავალმხრივი და სრულყოფილი ორწლიანი აკადემიური კურსით - და ამავე დროს ის მოსწავლეებს ევროპის და ევროკავშირის საკითხების შესწავლის შანსს სთავაზობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის და მისი პარტნიორების ძალისხმევის ნაწილს ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. 

საერთაშორისო ბაკალავრიატის მოპოვებით მოსწავლეებს ექნებათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უფრო მეტი შანსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ექვსი ქვეყნის მოსწავლეებზე 30-მდე სტიპენდია გაიცემა.

განაცხადების შეტანის საბოლოო თარიღია 2018 წლის 31 მარტი, 12:00 საათი საქართველოს დროით.

განაცხადების შეტანის შემდეგ ჩატარდება წერილობითი ტესტები 2018 წლის აპრილის განმავლობაში და გასაუბრებები 2018 წლის 1-დან 15 მაისამდე.

განაცხადის პაკეტი სრულად ხელმისაწვდომია „ახალი სკოლის“ ვებსაიტზე: http://www.newschoolgeorgia-app.com/

2018-2019 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია გამოცხადდება 2018 წლის მაისის მეორე ნახევარში.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

 

იხილეთ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის განაცხადის პაკეტი http://www.newschoolgeorgia.com/apk/

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია