ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:35 
ევროკავშირი - Avropa İttifaqı +(video) - 05 აპრილი 2018

მეორე მსოფლიო ომმა ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი.

İkinci dünya müharibəsi yalnız milyonlarla həlak olmuş vətəndaş deyil həm də məhv olmuş iqtisadiyyat və kövrək təhlükəsizlik gətirdi. Aydın idi ki, ölkələr arasında sülhü təmin etmək yalnız iqtisadi və siyasi inteqrasiya vasitəsilə mümkün olacaqdı.

ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა. მან 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია.  ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა - გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები. 1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“, ხოლო 1992 წელს - "ევროკავშირი" ეწოდა. ევროკავშირი დღეისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის.

Avropa inteqrasiyası ideyasını ilk dəfə Böyük Britaniyanın Baş-Naziri, Uinston Çörçill irəli sürüb. O, 1946-cı ilin 19 sentyabrında Sürixdə çıxışı zamanı, Avropanın birləşmiş ştatlarının  yaradılmasının vacibliyindən danışdı. Onda ideya inkişaf etmədi. Avropa inteqrasiyasının başlanğıcı olaraq 1950-ci il hesab oluna bilər. Onda Fransanın Xarici İşlər Naziri Robert Şuman fransız siyasətçisi, Jan Monenin təşəbbüsünü səsləndirmişdi – Avropanın kömür və polad yataqları birləşməli idi. 1967-ci ildə Brüssel müqaviləsinə əsasən üç təşkilatın: Avropa Kömür və Polad Birliyinin, Avropa İqtisadi Birliyinin və “Evratom”-un icraçı orqanlarının-komissiyalarının və şurasının bir industriya sistemində birləşməsi baş verdi. Birlik “Avropalı birliklər”, 1992-ci ildən isə - “Avropa İttifaqı” adlandırıldı. Avropa İttifaqı bu gün məqsədi 500 milyondan çox vətəndaş üçün sülhün, firavanlığın və azadlığın təmin olunması olan siyasi və iqtisadi birlikdir.

შენგენის შეთანხმება - 1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება  წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის.

Şengen razılaşması – 1985-ci ilin 14 iyun tarixində şengen razılaşması imzalanıb. Razılşamaya əsasən Belçika, Almaniya, Fransa, Lüksemburq və Hollandiya razılığa gəliblər ki, tədricən ümumi sərhəd yoxlayışlarını ləğv etsinlər və üzv ölkənin vətəndaşları üçün hərəkət etmə azadlığı qəbul etsinlər. 

ერთიანი ევროპული აქტი - 1986 წლის 28 თებერვალს ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ერთიან ევროპულ აქტს, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში. ერთიანი ევროპული აქტის საფუძველზე შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო, ხოლო  საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპული პარლამენტი. დღის წესრიგში დადგა საერთო ბაზრის ჩამოყალიბების საბოლოო ფაზაში შეყვანა.  დაიწყო შიდა ბაზრის შესაქმნელად აუცილებელი რეფორმების გატარება.

Birgə Avropa aktı – 1986 – cı ilin 28 fevral tarixində Avropa Birliyinin üzv dövlətləri birgə Avropa aktını imzalayıblar. Akta əsasən Avropa birliklərini təsis edən sazişlərə dəyişikliklər və əlavələr daxil olub. Birgə Avropa aktı əsasında birinci instansiya məhkəməsi yaranıb, Parlament Assambleyası isə rəsmi olaraq Avropa Parlamenti adlanırdı. Gün qrafikinə ümumi bazarın formalaşdırılmasının yekun fazaya daxil edilməsi qoyuldu. Daxili bazarın yaradılması üçün vacib reformaların aparılmasına başlanıldı. 

მაასტრიხტის ხელშეკრულება - 1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ერთიანი სავალუტო ერთეულის - ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროპის მოქალაქეობის შემოღებაც.

Maastrixt sazişi  - 1992 ci ilin 7 fevral tarixində Niderland Krallığının Maastrixt şəhərində Avropa İttifaqı haqqında saziş imzalanıb və saziş Maastrixt sazişi olaraq tanınır. Bu sazişi imzalamaqla Avro Birlikləri Avropa İttifaqına çevrildi və iqtisadiyyatla bərabər, siyasi aspektlər də əldə olundu. Maastrixt sazişinə əsasən, Avropanın İqtisadi və Məzənnə Birliyinin yaradılmasına qərar verildi. Onun yaradılması isə birgə məzənnə vahidi – avronun qəbul edilməsi yolu ilə həyata keçirilməli idi. Bu məqsədlə Avropa Mərkəzi Bankı yaradıldı. Avropa vətədaşlarının qəbul edilməsi qərarı da verildi.

ნიცის შეთანხმება - მთავრობათაშორისმა კონფერენციამ 2000 წლის დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხელშეკრულება შეიმუშავა. მას ხელი მოეწერა 2001 წლის თებერვალში, ხოლო ძალაში შევიდა 2003 წლის თებერვალში. ნიცის შეთანხმების ძირითადი მიზანი იყო გაფართოების ახალი ტალღისათვის  საფუძველის მომზადება. ნიცის შეთანხმების ერთ-ერთი შედეგი იყო ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ერთსულოვანი მიღება. ეს გახლდათ 50 პუნქტისგან შემდგარი კრებული, ევროპის სამართალში ადამიანის თავისუფლების, ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ.

Nitsa sazişi – Hökumətlərarası konfrans 2000-ci ilin dekabrında Fransanın Nitsa şəhərində saziş işlədi. O, 2001-ci ilin fevralında imzalandı, amma 2003-cü ilin fevralında qüvvəyə mindi. Nitsa sazişinin əsas məqsədi genişlənmənin yeni dalğası üçün təməl hazırlamaq idi. Nitsa sazişinin nəticələrindən biri Təməlli Hüquqlar Xartiyasının yekdil şəkildə qəbul edilməsi idi. Bu Avropa hüququnda insan azadlığı, iqtisadi və sosial hüquqlar haqqında 50 bənddən ibarət toplum idi.

ლისაბონის შეთანხმება - 2007 წლის 13 დეკემბერს ხელი მოეწერა ლისაბონში.  ხელშეკრულების მიზანი იყო ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება.

Lissabon sazişi  - 2007 – ci ilin 13 dekabr tarixində Lissabonda imzalanıb. Müqavilənin məqsədi Avropa İttifaqı üçün daha güclü, birgə idarəçiliyin yaradılması, səmərəli xarici siyasət və Avropa İttifaqının üzv ölkələri arasında qərarların qəbul edilməsinə dair müqayisədə asan sistemin formalaşdırılması idi.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა - 2003 წლის მარტში ევროკავშირმა წარმოადგინა დოკუმენტი ,,გაფართოებული ევროპა – მეზობლობა: ახალი   ჩარჩო აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისათვის.” (ENP) ევროპული სამეზობლო პოლიტიკა გახლავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მისი საზღვრების სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. იგი აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელ ქვეყნებს გაუზიაროს  ევროკავშირის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ერთერთი საბაზისო პრინციპი კი გახლავთ სურვილი, დაეხმაროს მეზობელ ქვყნებს შიდა რეფორმების განხორციელებაში.

ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში 16 ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველოც.

Avropa qonşuluq siyasəti – 2003-cü ilin mart ayında Avropa İttifaqı “Genişlənmiş avropa – qonşuluq: şərqdə və cənubda yerləşən qonşularla münasibətlər üçün yeni çərçivə” sənədini təqdim etdi. (ENP) Avropa qonşuluq siyasəti, onun sərhədlərinin cənubdan və şərqdən əhatə olunduğu qonşu ölkələrlə yanaşmasında, Avropa İttifaqının xarici siyasəti deməkdir. O, qeyd olunan ölkələrlə əməkdaşlığın əsas mexanizmini əks etdirir. Avropa qonşuluq siyasətinin məqsədi qonşu ölkələrlə Avropa İttifaqının stabilliyini, təhlükəsizlik və firavanlığını bölüşməkdir. Təməl prinsiplərdən biri isə qonşu ölkələrə daxili reformaların həyata keçirilməsində yardım etməkdir.

Avropa qonşuluq siyasətinə 16 ölkə qoşulub, onlar arasında Gürcüstan da var.

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია