ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019 წ.  14:51 
საქართველო და ევროკავშირი - Gürcüstan və Avropa İttifaqı + (video) - 09 აპრილი 2018

 

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ყოფილ ტერიტორიაზე უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვაკუუმი შეიქმნა, რასაც ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროებოდა. ამ მოვლენათა სწრაფი ტემპისა და დახმარების საჭიროების გათვალისწინებით, ევროკავშირმა წამოიწყო თავისი პროგრამა TACIS – ტექნიკური დახმარების პროგრამა. TACIS-მა წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა: ახლად დანიშნულ მოსამართლეთა მომზადება; სტრუქტურული რეფორმები ენერგეტიკულ სექტორში; პარლამენტის ინსტიტუციური მშენებლობა; საჯარო მოხელეთა მომზადება; ქუთაისსა და თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; საბაჟოს მოხელეთა მომზადება; ახალი საბუღალტრო სტანდარტების დამკვიდრება კომერციულ ბანკებში; ტურიზმის სტრატეგიის განვითარება; პორტებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება;

1991 – ci ildə Sovet Şurasının  dağılmasından sonra onun keçmiş ərazisində geniş siyasi, iqtisadi və sosial vakuum yarandı. Buna hərtərəfli yardım lazım idi. Bu hadisələrin sürətli tempini və yardım ehtiyacını nəzərə almaqla Avropa İttifaqı özünün TACIS – texniki yardım proqramına başladı. TACIS Gürcüstanda vətəndaş cəmiyyətinin və bazar iqtisadiyyatının inkişafına öz qatqısını daxil etdi. Proqram çərçivəsində həyata keçirildi: Yeni təyin edilmiş hakimlərin hazırlanması; Energetika sektorunda struktur reformaları; Parlamentin instutisional tikintisi; Dövlət məmurlarının hazırlanması; Kutaisi və Tbilisidə kiçik və orta biznesin inkişafı; Gömrük işçilərinin hazırlanması; Kommersial banklarda yeni mühasibat sistemlərinin əsasının qoyulması; Turizm strategiyasının inkişafı; Limanlarda dəniz təhlükəsizliyinin təminatına yardım etmək;

TRACECA-ს ხიდის მშენებლობა; რკინიგზაზე კომუნიკაციისა და სასიგნალო სისტემის შექმნის მიზნით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის დამონტაჟება; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება; გაზის განაწილების ქსელის განვითარება; სტატისტიკის დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა;  1992–2006 წლებში ევროკომისიამ ტასისის ფარგლებში საქართველოში ასობით პროექტის განსახორციელებლად 131 მილიონამდე დახმარება გამოყო. 2002 წლიდან ევროკავშირმა დაიწყო ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება. 2007 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო, რაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროების რეფორმირებას მოხმარდა.  

TRACECA körpüsünün tikintisi; Dəmir yolunda kommunikasiya və siqnal sisteminin yaradılması məqsədilə optik-lifli sistemin montaj edilməsi; Transsərhəd əməkdaşlığının inkişafı; Yolun bölünməsi şəbəkəsinin inkişafı; Statistika Departamentinə yardım göstərmək; 1992-2006-cı illərdə Avro Komissiya TACIS çərçivəsində Gürcüstanda yüzlərlə layihəni həyata keçirmək üçün 131 milyona qədər yardım ayrıldı. 2002-ci ildə Avropanın qonşuluq siyasətinin həyata keçirilməsinə başlanıldı. 2007-ci ildə Avropanın qonşuluq siyasətinin çərçivəsində Gürcüstana 24 milyon avro dəyərində məbləğ ayrıldı və məbləğ fəaliyyət planının prioritet sahələrinin reformasına sərf olundu.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა. 2009 წელს საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.

2008-ci ilin avqust müharibəsindən sonra Avropa qonşuluq siyasəti alətinin mübahisələri ilə bağlı paketdən Avropa Komissiyası Gürcüstan üçün əlavə 500 mln avro dəyərində məbləğ ayırıb. Məbləğin əsas hissəsi məcburi köçkün olan şəxslərə dəstək üçün istifadə olundu. 2009-cu ildə Gürcüstan “Şərq tərəfdaşlığı” təşəbbüsünə qoşuldu. “Şərq tərəfdaşlığı”nın vacib komponentlərindən biri vətəndaş cəmiyyəti forumudur. 2014-cü ilin 27 iyun tarixində dərin və hərtərəfli azad ticarət sahəsi (DCFTA) də daxil olmaqla, Gürcüstan-Avropa İttifaqı assosiasiya sazişi imzalandı.

2016 წლის პირველ ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია,  რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.  

2016-cı ilin bir iyulunda Gürcüstan-Avropa İttifaqı assosiasiya sazişi tam qüvvəyə mindi. Avropa İttifaqı ilə dərin və hərtərəfli azad ticarət sahəsi haqqında razılaşma (DCFTA) assosiasiya haqqında sazişin vacib hissələrindən biridir. Çünki məhz o, Avropa İttifaqı ilə iqtisadi inteqrasiya mexanizmini əhatə edir və Gürcüstan üçün Avropa İttifaqı bazarını açır. DCFTA-nın qüvvəyə minməsi ilə Gürcüstanda isethsal olunmuş məhsula və xidmətə müəyyən şəraitlərin qane edilməsi halında, indiki mərhələdə 500 milyondan çox istifadəçini birləşdirən dünyanın ən böyük bazarı açılacaq.

2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში ოფიციალურად შევიდა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობა. ამიერიდან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლია იმოგზაუროს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღე.  

2017-ci ilin 28 mart tarixində, Gürcüstan vətəndaşları üçün rəsmən olaraq  Avropa İttifaqışengen ərazisinə vizasız şəkildə səfər etmək imkanı qüvvəyə mindi. Bundan sonra biometrik pasporta malik olan Gürcüstanın hər hansı vətəndaşı Avropa İttifaqışengen ərazisinə 90 günlük vizasız səfər edə bilər.

გამოყებეული რესურსები: საქართველო და ევროკავშირის სინფორმაციო ცენტრის მასალები.

İstifadə olunan resurslar: Gürcüstan və Avropa İttifaqının məlumat mərkəzinin materialları.

 

Kvemokartli.ge   

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია