ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  04:12 
№5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებისთვის განკუთვნილი არტ-თერაპიის - 13 აპრილი 2018

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში დაასრულა არტ-თერაპიის ოთხთვიანი პროექტი.

დღეს ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი მოიცავდა თიხაზე მუშაობის პროგრამას, ადამიანის უფლებათა ცენტრის არტ-ტრენერისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით. პროგრამაში მონაწილე მსჯავრდებულების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა, ქცევა და ინტერესი.

თიხაზე მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ შორის - შშმ პირებს, ეხმარება, აითვისონ შრომითი, სახელოვნებო უნარები და გაუმკლავდნენ პატიმრობისგან გამოწვეულ სტრესს.

პროექტის ფარგლებში თიხის სპეციალისტმა პროექტის ბენეფიციარებს შეასწავლა თიხაზე მუშაობა - კერამიკული ნაკეთობების მომზადება და გამოწვა სპეციალურ ღუმელში. პროგრამაში მონაწილეობდა №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულების სოციალური მუშაკი, რომელმაც ასევე შეისწავლა თიხაზე მუშაობა და პროექტის დასრულების შემდეგ, გაუძღვება არტ-თერაპიის კურსს.

პროექტის მიმდინარეობისას პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად გადაეცა თიხის გამოსაწვავი ღუმელი, თიხის ამოსაყვანი მოწყობილობა - დგინი, ერთი წლის სამუშაოსთვის სამყოფი თიხა, კერამიკული საღებავები და სხვა ნივთები, რაც საჭიროა არტ-ტერაპიის ხანგრძლივი ვადით გასაგრძელებლად.

20 აპრილს 13:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, აკ. გახოკიძის 11ა) გაიმართება პროექტის მიმდინარეობისას მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული თიხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.

 

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია