პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  22:04 
“ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები“ - 19 აპრილი 2018

 

 

 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშის - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები” - პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ხარვეზების ანალიზი, რაც აბრკოლებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, ეფექტური მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე ძირითადი აქტორების მონაწილეობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ინკლუზიური დიალოგის ხელშეწყობა და საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი მექანიზმების შეთავაზება ხელისუფლებისათვის.

ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი პრობლემები და გამოწვევები, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოვლინდა, მათ შორის, ხარვეზები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისას, შემაკავებელი და დამცავი ორდერების პირობების შესრულების მონიტორინგის აუცილებლობა, ცნობიერების ამაღლების საჭიროება საზოგადოებაში არსებულ სტიგმასა და სტერეოტიპებთან საბრძოლველად და სხვ. ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდნენ როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

 

 

  ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია