ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  04:22 
ნატო-საქართველოს ურთიერთობა // NATO-Gürcüstan münasibətləri - 20 აპრილი 2018

ნატო-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს. თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამასთან მიერთებით, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

NATO-Gürcüstan münasibətlərinin əsası 1992-ci ildə qoyulub.  Gürcüstan həmin vaxt Şimali Atlantika Əməkdaşlıq Şurasına qoşuldu. Əməkdaşlıq 1994-cü ildə NATO-nun tərəfdaşlıq sülh üçün proqramına qoşulmaqla genişləndi. Məqsəd NATO və fərdi tərəfdaş ölkələr arasında müdafiə və təhlükəsizlik sahəsində əməkdaşlığın möhkəmləndirilməsidir.

ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს პრაღაში გამართული ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმაურა საქართველოს ნატოში გაწევ რიანების სურვილი.  2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა.

NATO-Gürcüstan münasibətləri tarixində 2002-ci ildə Praqada baş tutan NATO sammiti xüsusi qeyd olunmalıdır.  Gürcüstanın ikinci Prezidenti Eduard Şevardnadze ilk  dəfə həmin sammitdə Gürücstanın NATO-ya üzv olması istəyini bildirib. 2004-cü ildə Gürcüstan NATO ilə fərdi tərəfdaşlıq fəaliyyət planını işləyən ilk ölkə oldu.

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე  ნატოს ლიდერები  შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება, შეფასდეს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილად ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის. 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.

2008-ci ildə Buxarest sammitində NATO-nun liderləri razılığa gəliblər ki, Gürcüstan Alyansın üzvü olacaq. Buxarest sammitinin Gürcüstana yanaşmada siyasi qərarı, NATO-ya üzv olmaq yolunda hazır olan ölkələr üçün ən yaxşı mesajlardan biri olaraq qiymətləndirilə bilər. 2014-cü ildə NATO Uels sammitində Gürcüstan, NATO-Gürcüstan mövcud paketini qəbul edib.

არსებითი  შესაძლებლობების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, 13 მიმართულებით: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა, ავიაცია, საჰაერო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, სპეციალური ოპერაციები, სამხედრო პოლიცია, კიბერთავდაცვა, შესყიდვები, დაზვერვა. პაკეტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებას, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ეფექტიან მუშაობას ადგილზე მრავალეროვნული წვრთნისა და სწავლების გზით.  

Paket eləcə də müdafiənin instutisional qurulması məktəbinin əsasının qoyulmasını, yerində çoxmillətli təlimlər və tədris yolu ilə NATO-Gürcüstan birgə təlimlərinin və Qiymətləndirmə Mərkəzinin səmərəli çalışmasını nəzərdə tutur. Mövcud imkanlar paketi ilə nəzərdə tutulmuş tədbirlər 13 istiqamətdə strateji, taktiki və operativ səviyyədə həyata keçirilir: Strateji və operativ  planlaşdırma, aviasiya, hava müdafiəsi, dəniz təhlükəsizliyi, strateji kommunikasiyalar, xüsusi əməliyyatlar, hərbi polis, hiper müdafiə, alqı-satqılar, kəşfiyyat.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართულნი იყვნენ 1999-2008 წლებში კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. საქართველო ასევე მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტი - ტერორისტულ ოპერაციაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთის აწ უკვე დასრულებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში, სადაც 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მონაწილეობდა.

Gürcüstan silahlı qüvvələrinin bölmələri 1999-2008-ci illərdə Kosovada gedən sülh əməliyyatlarına qoşulmuşdular.Gürcüstan eləcə də Aralıq dənizində gedən anti-terror əməliyyatındada iştirak edir. Gürcüstanın 2004-cü ildən 2014-cü il də daxil olmaqla iştirak etdiyi Əfqanıstanın artıq bitmiş beynəlxalq təhlükəsizliyə dəstək əməliyyatındakı qatqısı xüsusi qeyd olunmalıdır.

აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის, კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა.  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე  ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო მისიის დროს გარდა კოსოვოსა და ავღანეთის მისიებისა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში. 

Qeyd olunan əməliyyatda iştirak edən NATO-nun üzvü olmayan tərəfdaş ölkələr arasında, kontingentin sayı baxımından Gürcüstan birinci yeri tuturdu. Gürcüstanın Əfqanıstandakı silahlı qüvvələrinin hərbi xidməti, NATO-nun sülh missiyası zamanı Kosova və Əfqanıstan missiyalarından əlavə, İraqın sülh əməliyyatlarında da əhəmiyyətli dərəcədə iştirak edib.

2016 წელს  ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი საერთაშორისო სწავლება გაიმართა. 2017 წლის 26-29 მაისს, საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა პირველად ეწვია რომელმაც საგაზაფხულო სესია თბილისში გამართა. სესია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ეს იყო მეხუთე შემთხვევა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, როცა სესია ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა.

2016-cı ildə NATO-Gürcüstan Təlim və Qiymətləndirmə Mərkəzində ilk beynəlxalq təlim baş tutdu. 2017-ci ilin 26-29 may tarixində, NATO-nun Parlament Assambleyası ilk dəfə Gürcüstana gəldi və yaz sessiyası Tbilisidə keçirildi. Sessiya Gürcüstanın Avroatlantika inteqrasiyasına dəstək bəyənnaməsini qəbul etməklə başa çatdı.

Bu NATO-nun Parlament Assambleyasının tarixində, sessiyanın NATO-nun üzvü olmayan ölkədə keçirilməsinə dair beşinci hal idi.  

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია