ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:48 
ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობა - 30 აპრილი 2018

2018 წლიდან დაიწყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ განხორციელება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგინებში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ. ასევე განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მედიასთან, სათემო ორგანზაიცებთან, ახალგაზრდებთან.

პროექტი სამ წლიანი და ის რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობის მიზნით  იმუშავებს საქართველოს 10 რეგიონში 2018 – 2020 წლებში. 

პროექტი ხორციელდება  ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით. 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი ორგანიზაცია, რომლებიც კოორდინირებას გაუწევენ პროექტს თავიანთ რეგიონებში. ქვემო ქართლის რეგიონში კოორდინირებას გაუწევს ორგანიზცია „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“, რომელიც 2005 წლიდან აქტიურად ეწევა  საზოაგადოებრივ საქმიანობას ქვემო ქართლის რეგიონში.

ქვემო ქართლის რეგიონული  ჰაბი შეხვდა რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში არსებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციების ლიდერებსა და წარმომადგენლებს.

ქვემო ქართლის ჰაბმა, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორს,  გააცნო ის აქტიობები, რომლის განხორციელებასაც გეგმავს პროექტის ფარგლებში: სტაჟირების პროგრამა, ტრენინგები, კონსულტაციები და სხვ.   

27 აპრილს განხორციელდა შეხვედრა რუსთავში არსებულ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში დაგეგმილი აქტიობებზე  და  მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი  სექტორის საჭიორებებზე. აგრეთვე, ისაუბრეს პროექტის ფარგლებში არსებულ ერთ-ერთ კომპონენტზე, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმის წევრი - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელიც შეეხება ორმხრივ მოხალისეობის ფორმას - დროის ბანკის შესახებ, რომელიც მოიაზრებს უნარების გაცვლას და გაწეული საქმიანობის დროის კრედიტებით ანაზღაურებას. 

 

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

Kvemokarti.ge  

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია