სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:03 
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული - 25 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ინფორმაციის წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

kvemokartli.ge 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია