სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:39 
რეგიონში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა - 25 ივნისი 2018

მოხალისეობის ფორუმი მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა. ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. მოხალისის სერვისის მიმღებთა და მოხალისეობის მსურველთა ერთმანეთთან დაკავშირება.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 150-მდე  ადამიანმა, მათ შორის იყვნენ მოხალისეები,  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.

ფორუმზე მოეწყო გამოფენა, რომელზეც მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას ასევე ორგანიზაციები თავისმხრივ გაეცვნენ ახალგაზრდებს, რის შედეგადაც  ახალგაზრდები დარეგისტრირდნენ მოხალისეებად. ფორუმის მეორე ნაწილში ისაუბრეს მოხალისეობის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ და საქართველოში მოხალისეობის კულტურასა და არსებულ გამოწვევებზე. 

ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყო დროის ბანკი, როგორც ორმხრივი მოხალისეობის ფორმა.

მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის - სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით,  პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017 -2020) ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

 

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბი

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია