ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:11 
წარმოგიდგენთ ინფორმაციას, საწარმო RMG-ის მომზადებული წერილიდან - 13 აგვისტო 2018

წარმოგიდგენთ ინფორმაციას, საწარმო RMG-ის მომზადებული წერილიდან: [წერილის გამოგზავნის თარიღი: 2018 წლის, 19 ივლისი]

  • „მოგეხსენებათ, რომ კომპანია RMG წარმოადგენს მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოს, სწორედ ამიტომ კომპანიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება შრომის უსაფრთხოებისწესებისდაცვას. RMG ჯგუფში დასაქმებულ 2 200-ზე მეტ თანამშრომელს, მუდმივად უტარდებათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი. სხვადასხვა საწარმოო უბნებზე მომუშავე პერსონალიაღჭურვილია სპეც.ტანსაცმლითდაპირადიდაცვისსაშუალებებით. 2017 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველა საწარმოო შემთხვევა მიეკუთვნებოდა საშუალო და მსუბუქ კატეგორიას. რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებლებს, 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით ფიქსირდება მხოლოდ 7 შემთხვევა, ყველა მათგანი განეკუთვნება მსუბუქიტ რავმების კატეგორიას. კომპანიაში მოქმედი შრომის უსაფრთხოების დებულების თანახმად, ყველა შემთხვევაზე ჩატარებულია მოკვლევა, გამოვლენილი და აღმოფხვრილია ტრავმის გამომწვევიმიზეზები;“
  • “ 2017 წლის ზაფხულიდან საყდრისის კარიერიდან ფაბრიკის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანები გადაადგილდებიან შემოვლითი გზით. გასულ წელს კომპანიის ინიციატივით მოხდა კაზრეთის ხიდიდან ბარიტის კუდსაცავის მიმართულებით მიმავალი გზის რეაბილიტაცია, რათა დაბაში მაქსიმალურად შემცირდეს სატვირთო მანქანების ინტენსიური მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ სატვირთო მანქანები აღარ მოძრაობენ საწარმოსკენ მიმავალ ცენტალურ გზაზე, აღნიშნული მონაკვეთის, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის ყველა ცენტრალური გზა ყოველდღიურად ირწყვებას პეციალური სარწყავი მანქანებით. გზის მორწყვის ინტენსივობა დამოკიდებულია სეზონსა და ამინდზე. ზაფხულის პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე მორწყვის სიხშირე იმატებს, შესაბამისად დღეში რამდენჯერმე ხდება ყველა იმ გზის მორწყვა, რომელზეც გადაადგილდებიან სატვირთო მანქანები. კომპანიაში არსებობს სარწყავი მანქანების ავტოპარკი, რომელიც შედგება 5 ერთეული 12 ტონიანი სარწყავი მანქანისაგან, რომლებიც ყოველდღიურად დიდი ინტენსივობით გადააგილდებიან გზებზე;“
  • „გარემოსდაცვითი მიმართულება შრომის უსაფრთხოებასთან ერთად, კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 2017 წლიდან მიმდინარეობს აქტიური და ყოველდღიური მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Golder Associates-ის გარემოსდაცვით ექსპერტებთან ერთად, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც შეიქმნა RMG-ის გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც გაწერილია 2018-2020 წლებზე და გულისხმობს 30 მილიონი ლარის ინვესტიციასგარდა ამისა, გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან შეთანხმებულია  მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც 100-ზე მეტი კონკრეტული გარემოსდაცვითი ღონისძიებისგან შედგება და მიზნადისახავსსამთო საქმიანობის მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით განხორციელებას. აღსანისნავია, რომ  სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე შესრულებულია 29 პუნქტი. სამოქმედო გეგმის მიხედვით მთავარ პრიორიტეტს სწორედ წყლის, ჰაერის და ნიადაგის დაბინძურებისგანდაცვა წარმოადგენს;“
  • „ის რომ სწორედ კომპანიის მუშაობის შედეგად არის გაზრდილი რიგი დაავადებები დაბასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არ დასტურდება არც ერთი კონკრეტული კვლევით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვემო ქართლში რიგი დაავადებები ბევრად ნაკლებია ვიდრე თბილისსა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. ამასვე მოწმობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული 2015-2017 წლის კიბოს რეგისტრის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბოლნისი იმ 18 მუნიციპალიტეტს შორის არ არის, სადაც კიბოს ინიციდენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მიუხედავად ზემოთ მოყვანილი სტატისტიკისა, კომპანია მზად არის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართოს დიალოგი კომპეტენტურ უწყებებთან და გაიზიაროს სპეციალისტების მხირდან მიწოდებული არგუმენტირებული რეკომენდაციები;“
  • „კომპანია „არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის უდიდესი ნაცილი მიმართულია ბოლნისის და დმანისის რაიონებში, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. 2018 წლიდან კომპანია „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის“ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა 2018-2021 წლებში, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების: შუამთის მონასტრის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევას, ფიტარეთის მონასტრის, ბოლნისის სიონის, სათხეს სამონასტრო კომპლექსის და მასთან მისასვლელი გზის, სამშვილდის, ნაქალაქარის, ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის და ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია 1 700 000 ლარი. ასევე, „არემჯის“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, წარმატებით ხორციელდება „არემჯის სტიპენდიანტების და სტუდენტების მხადრაჭერის“პროგრამა. ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 11 სტუდენტი 2018 წლიდან „არემჯის“ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ. 2015-2017 წლებში „არემჯის“ დაფინასებით აშენდა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული ბოლნისის ახალი მუზეუმის შენობა. მუზეუმის პროექტის მომზადებასადა მშენებლობაში„არემჯიმ“ 7 000 000 ლარი დახარჯა. 2017 წლიდან დღემდე მუზეუმის მუზეოგრაფიაზე და ტექნიკურ მოწყობაზე დახარჯულია დამატებით 1 340 150 ლარი; 2016წლიდან „არემჯი“ ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“გენერალური სპონსორია. კომპანია მხარს უჭერს რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კომპანიის მხიდან ყოველთვიურად ფინანსდება ბოლნისის და დმანისი რაიონში არსებული 2 ქორეოგრაფიული ანსამბლი, (ანსამბლი „მადნეული“ ანსამბლი „მართვე“) დაბა კაზრეთის კულტურის სახლთან არსებული სახვითი ხელოვნების წრე და სხვადასხვა სპორტული წრეები (ფეხბურთი, რაგბი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, მკლავჭიდი, შერეული ორთაბრძოლები). 2017 წელის ზაფხულში კაზრეთის #1 სკოლაში კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით მთლიანად გამოიცვალა სკოლის ამორტიზებული წყალგაყვანილობის სისტემა. კაზრეთის #2 სკოლაში გარემონტდა 152 კვ.მ სააქტო დარაზი. სარეაბილიტაციო სამუშაოებში - 70 000 ლარი დაიხარჯა. 2017 წლის შემოდგომაზე დაბა კაზრეთში „არემჯის“ საწარმოს მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 500 000-მდე ლარი შეადგინა. 2018 წლის გაზაფხულზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა კაზრეთში მდებარე ორ რეკრეაციულ ობიექტს. კაზრეთის დასასვენებელი სკვერის და ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის და პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებში 120 000 ლარი დაიხარჯა;“

 

ორგანიზაცია: მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა[1]

მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორის, 2017 წელს,  მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ:

„ პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები შევადარეთ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს და მონაცემებზე დაყრდნობით გამოვითვალეთ რაოდენობრივი შემცველობები, რის საფუძველზეც დადგინდა ამა თუ იმ სოფელში ტოქსიკური ლითონების მატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით. გამოთვლებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ დავინახოთ, რამდენჯერ აღემატება თითოეულ სოფელში ლითონების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას. (ასევე გამოვითვალეთ პროცენტული შემცველობები, რის საფუძველზეც დადგინდა ამა თუ იმ სოფელში ტოქსიკური ლითონების სხვადასხვა პროცენტული მატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით იხილეთ დანართი )

ნახიდურში ნიადაგის ზედაპირზე სპილენძის შემცველობა ნორმას 1.58 -ჯერ აღემატება, მანგანუმი 1.433-ჯერ, კადმიუმი 3.186-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 1.552-ჯერ, კადმიუმი 2.57-ჯერ;

მწყნეთში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია 4.32 -ჯერ, ხოლო სიღრმეში 3.2-ჯერ;

ფოლადაურში ნიადაგის ზედაპირზე მანგანუმი მომატებულია 1.236-ჯერ, კადმიუმი 2.84-ჯერ, სიღრმეში კი კადმიუმი 3.4-ჯერ აღემატება;

ქვემო ბოლნისში ზედაპირზე მანგანუმი აღემატება 1.158 -ჯერ, კადმიუმი აღემატება 2.232 -ჯერ, სიღრმეში მანგანუმი აღემატება 1.126 -ჯერ, კადმიუმი 2-ჯერ;

რატევანში ნიადაგის ზედაპირზე მანგანუმი მომატებულია 1.262-ჯერ, თუთია 3.37 -ჯერ, კადმიუმი 10.19 -ჯერ, სიღრმეში კი – სპილენძი 2.1-ჯერ, კადმიუმი 3.4 -ჯერ; მუშევანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია კადმიუმი 2.04 -ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 1.50426-ჯერ, კადმიუმი 2.14-ჯერ;

აკაურთაში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია კადმიუმი 4.72 -ჯერ, სიღრმეში – კადმიუმი 4.44 - ჯერ;

გომარეთში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია 4.22 -ჯერ, სიღრმეში კი 4.158 -ჯერ;

განთიადში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.189-ჯერ, კადმიუმი 3.05-ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 1.1393-ჯერ, კადმიუმი 2.46 -ჯერ; ვარდისუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.20126-ჯერ, კადმიუმი 2.95 -ჯერ, ტყვია 1.0272-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი მომატებულია 1.2688-ჯერ, კადმიუმი 1.774-ჯერ, ტყვია 1.1295-ჯერ;

მამიშლოში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.042 -ჯერ, კადმიუმი 1.587 -ჯერ, ტყვია 1.021-ჯერ, სიღრმეში კადმიუმი 1.785 -ჯერ, ტყვია 1.1732-ჯერ; პატარა დმანისში ნიადაგის ზედაპირზე კადმიუმი მომატებულია 1.73 -ჯერ, ტყვია 1.281 -ჯერ, სიღრმეში კადმიუმი 1.71 -ჯერ, ტყვია 1.154-ჯერ;

აბულბუქში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 1.25 -ჯერ, მანგანუმი 1.3468 -ჯერ, კადმიუმი 2.7 -ჯერ, ტყვია 2.0174 -ჯერ, სიღრმეში – სპილენძი 1.287 -ჯერ, მანგანუმი 1.502 -ჯერ, თუთია 3.5847-ჯერ, კადმიუმი 3.71 -ჯერ, ტყვია 3.027 -ჯერ;

ბალიჭის ჭალებში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 1.26 -ჯერ, მანგანუმი 1.24 -ჯერ, თუთია 1.73 -ჯერ, კადმიუმი 5.65 -ჯერ, ტყვია 3.36 -ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 1.436 -ჯერ, კადმიუმი 3.65 -ჯერ, ტყვია 2.265-ჯერ; ტანძიაში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.274-ჯერ, კადმიუმი 3.5-ჯერ, ტყვია 1.8084- ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 1.146 -ჯერ, კადმიუმი 3.71 -ჯერ, ტყვია 1.80 -ჯერ; დარბაზში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.10404 -ჯერ, კადმიუმი 3.17 -ჯერ, ტყვია 1.99 -ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 1.09692 -ჯერ, კადმიუმი 3.01 -ჯერ, ტყვია 1.929 -ჯერ;

ფოცხვერიანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.36 -ჯერ, კადმიუმი 2.82 -ჯერ, ტყვია 1.9929-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 1.105 -ჯერ, კადმიუმი 3.5 -ჯერ, ტყვია 2.2883 -ჯერ;

კაზრეთში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.188 -ჯერ, კადმიუმი 3.94 -ჯერ, ტყვია 2.7128-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 1.21-ჯერ, კადმიუმი 3.9 -ჯერ, ტყვია 2.97 -ჯერ;

ბალიჭის შესასვლელთან ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია სპილენძი 1.9 -ჯერ, მანგანუმი 1.236 - ჯერ, კადმიუმი 3.5 -ჯერ, ტყვია 2.88-ჯერ, სიღრმეში – მანგანუმი 1.0512 -ჯერ, კადმიუმი 4.62 -ჯერ, ტყვია 2.53 -ჯერ;

ბალიჭის შუაუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.166 -ჯერ, კადმიუმი 3.64 -ჯერ, ტყვია 2.865 -ჯერ, სიღრმეში – კადმიუმი 5.15 -ჯერ, ტყვია 1.715 -ჯერ;

ბალიჭის ზედაუბანში ნიადაგის ზედაპირზე მომატებულია მანგანუმი 1.327 -ჯერ, კადმიუმი 1.867 - ჯერ, ტყვია 4.3337 -ჯერ, სიღრმეში კი – მანგანუმი 1.109 -ჯერ, კადმიუმი 1.73 -ჯერ, ტყვია 1.79 -ჯერ.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში (2017 წელი)[2]

ანგარიშში ვკითხულობთ: „ წლების განმავლობაში, ვერ მოხერხდა RMG Gold-ისა და RMG Copper-ის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოკვლევა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. სახელმწიფო განმარტებით, ის ეყრდნობა ექსპერტების აზრს, რომ პოპულაციის სიმცირიდან გამომდინარე ვერ მოხდება კორელაციური კავშირის დადგენა და მყარი მტკიცებულებების მიღება და პრიორიტეტულად პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება მიიჩნევა. როგორც ირკვევა, ჩასატარებელია გაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევებიც, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული რისკ ფაქტორების გამოვლენა და მათი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტების დადგენა. ამ მიმართულებით დღემდე გატარებული ზომები არაეფექტიანად უნდა ჩაითვალოს, რაც ლახავს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებას ჯანმრთელობასა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებაზე.“

კვლევის მიმდინარებისას გამოვლენილი სირთულეები:

 

  • კვლევის დაწყებისას, ორმა ინტერვიურმა უარი თქვა ჩვენთან თანამშრომლობაზე, წინასწარი შეთანხმების არსებობის მიუხედავად. ერთ-ერთმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრი მუშაობს საწარმოში RMG და მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. მსგავსი არგუმენტი [ნათესავი მუშაობს RMG -ში] ჰქონდა მეორე ინტერვიუერსაც. შესაბამისად მოხდა მათი შეცვლა. 
  • როგორც კითხვარის გატესტვის, ასევე უშუალოდ ველზე მათი შევსებისას, გამოიკვეთა რესპონდენტების შიში, რომ მოხდება ინდენტიფიცირება და საწარმო  RMG შეიტყობს მათ შეფასებებს და ვინაობას. საველე სამუშაოზე მომუშავე ჯგუფს დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რესპონდენტების ნდობის მოსაპოვებლად.

კვლევის მიგნებები

  • დაბა კაზრეთში გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა [რესპონდენტების 80%] მის გარშემო არსებულ გარემოს საზიანოდ მიიჩნევს. ფიქრობენ, რომ ამ გარემოში ბავშვების გაზრდა სახიფათოა  მათი ჯანმრთელობისთვის. აღნიშნავენ, რომ საწარმო აზიანებს გარემოს და შესაბამისად ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას. საზოგადოების ეს ნაწილი ვერ გრძნობს სათანადო მხარდაჭერას ვერც ადგილობრივი და ვერც ცენტრალური ხელისუფლებისგან.
  • ერთი მხრივ, საწარმო RMG  წარმოადგენს მათთვის ერთადერთ დამსაქმებელს, მაგრამ მეორე მხრივ, ართმევს მათ მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობას. გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჰაერი, რომლითაც სუნთქავს დაბინძურებულია, დაბინძურებულია ნაიდაგიც, მაგრამ ვერ ხედავს მის გვერდით სახელმწიფოს, რომელიც ჩაატარებს შესაბამის სრულფასოვან კვლევას და მიმართავს ზომებს პრობლემის გამოსასწორებლად. [თავად გამოკითხულთა სრული უმრავლეობა ვერ იტარებს სისტემატიურად სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევებს. დაბას, ამასთან ერთად, არ აქვს სასწრაფო სამედიცინო ცენტრი და სამშობიარო სახლი]
  • ასევე, რესპოდენტების ნაწილი ითხოვს საწარმოს მუშაობის შედეგად მეტი სარგებელი მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი მოთხოვნას ლეგიტიმურად მიიჩნევენ,  რადგან ფიქრობენ, რომ საწარმოს მუშაობის შედეგად ადგილობრივები ყველაზე მეტად ზიანდებიან. 
  • ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობის განწყობებს/შეფასებებს სრულად ასახავს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც. ქვეყნის პირველი უფლებადამცველი მოითხოვს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული რისკ ფაქტორების გამოვლენა. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით დღემდე გატარებულ ღონისძიებებს არაფექტურს უწოდებს  და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, შემლახველს.


[2] http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5139.pdf

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია