სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:57 
საერთაშორისო კონკურსი „კლიმატის დაცვა აღმოსავლეთ ევროპაში და პასუხისმგებლობა სამყაროზე“ - 11 სექტემბერი 2018

საერთაშორისო კონკურსის „კლიმატის დაცვა აღმოსავლეთ ევროპაში და პასუხისმგებლობა სამყაროზე“ (შემდგომში - კონკურსი) ორგანიზატორები არიან NABU (გერმანიის გარემოს დაცვის კავშირი)  და რელიგიური და საზოგადოებრივი გარემოსდამცველი ორგანიზაციების საერთაშორისო ფორუმი (Interreligious, Civil and Environmental Forum of Eastern Europe (IRCEF) პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში კლიმატის დაცვის რელიგიური და გარემოსდამცველი ორგანიზაციების ალიანსი“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ხუთ ქვეყანაში: უკრაინაში, სომხეთში, საქართველოში, ბელორუსსა მოლდოვაში.

საკონკურსო პერიოდია 2018 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე.

კონკურსის მიზანი

დედამიწაზე კლიმატის გლობალური ცვლილების რამდენიმე მოვლენაა ცნობილი. მათ შორის უკანსკნელი, ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულია, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, იგი გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობით, განსაკუთრებით, წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარებით. ამავდროულად, საინტერესოა იმითაც, რომ მისი მიმდინარეობის შედარებით სწრაფი ტემპის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ადამიანის უმოქმედობაა.

ისე რომ, თუკი ყველაფერი უცვლელად დარჩება და თუ ადამიანი არ შეცვლის დღეს დამკვიდრებულ წარმოების წესებს და თუკი ის არ იზრუნებს გარემოზე იმაზე მეტად, ვიდრე ზრუნავს დღეს, სამყაროს და შესაბამისად კაცობრიობის არსებობას ექმნება რეალური საფრთხე. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია მონაწილეობა მიიღოს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლის წინაშეც სამყარო ამჟამად დგას.

კაცობრიობის ამოცანაა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მავნე ზეგავლენის შემცირება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სტრატეგიის გონივრული გეგმის მომზადება. არსებული ამოცანა არაა მარტივი, თუმცა, შესაძლებელია მისი მოგვარება ჩვენი ადექვატური ქმედებით. მეტიც, მისი გადაჭრა შესაძლებელია  სახელმწიფოებრივი ნების გამოვლინებით, ნაციონალური და  საერთაშორისო პოლიტიკური ძალისხმევით, საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ეკონომიკური პროფილის, სამეცნიერო ინსტიტუტებისა თუ რელიგიური გაერთიანებებისა და ინსტიტუციების ურთიერთთანამშრომლობით.

კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენის შესარბილებლად და თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ადამიანების ინფორმირებულობა და მათი გარემოსდაცვითი განათლება, აგრეთვე პასუხისმგებლობის განცდა ერთიანი სამყაროს მიმართ, რაც, თავის მხრივ თითოეული ადამიანის ვალია.

ჩვენი მიზანი გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაცია და სამყაროს მიმართ ადამიანის პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა.

ამიტომაც საორგანიზაციო კომიტეტი გულითადად გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გაძლევთ შესაძლებლობას შემოქმედებითად გამოხატოთ კლიმატის ცვლილებით  გამოწვეულ ზეგავლენასთან დაკავშირებული თქვენი პოზიცია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კონკურსში მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობა.

კონკურსის მიზანია მონაწილეთა ყურადღების მიპყრობა სამყაროს მთლიანობის, გარემოს დაცვის აუცილებლობისა და მისი დაზიანების საფრთხეებზე. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომში უნდა ასახონ თავიანთი თვალით დანახული სამყარო და ხაზი გაუსვან ადამიანის როლს მასში. უნდა აჩვენონ თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა პროცესების, მაგალითად კლიმატის ცვლილების, ტემპერატულული რეჟიმების ცვალებადობის, ეკოსისტემებში ადამიანის ჩარევის, ქალაქების ზრდის ტენდენციის, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუარესების მიმართ. აჩვენონ რა გავლენა აქვს გარემოსადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, სახეობების არსებობაზე, მათ თანაცხოვრებზე და ა.შ.

მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მოზარდი თაობის  იმ ღირებულებებით აღზრდას, რაც განაპირობებს მათში პასუხისმგებლობის გაზრდას ბუნებრივი გარემოს, ერთიანი სამყაროს მიმართ.

კონკურსის სამუშაო ენებია: ინგლისური და რუსული. ასევე, მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ენა.

საკონკურსო ნომინაციები

  1. ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა, ესსე, ზღაპარი, ჩანახატი, ლექსი); 
  2. ნახატი; 
  3. ფოტო; 
  4. ვიდეორგოლი.

საკონკურსო მოთხოვნები

  1. ნომინაციისთვის „ლიტერატურული ნაწარმოები“
  • ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონული სახით, საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ნამუშევრის დედანი ნაბეჭდი სახით.
  • ამ ნომინაციაში გამოყენებული ენები: კონკურსის ენა (ინგლისური ან რუსული) + მონაწილეთა მშობლიური ენა.
  • მოცულობა - doc/docx პროგრამაში შესრულებული A4 ზომის არაუმეტეს 2 გვერდისა (მშობლიურ ენაზე შესრულებულ ნამუშევარს უნდა ახლდეს ინგლისური, ან რუსული თარგმანი. შრიფტის ზომა 12, შრიფტი TimesNewRoman, არეები - სტანდარტული)
  • თითოეულ ავტორს შეუძლია კონკურსზე წარადგინოს არა უმეტეს 4 ლექსი, 2 მოთხრობა, 2 ჩანახატი, 2 ესსე, 2 ზღაპარი.

       2.     ნომინაციისთვის „ნახატი“  

  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ფანქრით, აკვარელით, გუაშით, პასტელით, ზეთის საღებავით ან ტუშით ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
  • ნახატის ზომები უნდა იყოს არა ნაკლებ 30х40 სმ და არა უმეტეს 50х70 სმ.
  • ნამუშევარი არ უნდა იყოს გაფორმებული პასპარტუს, ან ჩარჩოს მეშვეობით.
  • თავისუფალი არე არ უნდა იყოს 0,5 სმ-ზე ნაკლები;
  • საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრის ავტორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეტყობინების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ნამუშევრის დედანი.

       3. ნომინაციისთვის „ფოტო“

  • ფოტო შესაძლოა გადაღებული იყოს როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე სტუდიაში.
  • საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ,  JPG ფორმატში;
  • ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 5 მბ-ს.

       4. ნომინაციისთვის „ვიდეორგოლი“

  • ჟანრი თავისუფალია, შესაძლებელია იყოს როგორც დოკუმენტური, ასევე დადგმული, ანიმაციური და ა.შ.
  • ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 წუთს.
  • ვიდეორგოლი შესაძლებელია გადაღებული იყოს როგორც ვიდეო ან ფოტო კამერით, ასევე ტელეფონითაც;
  • ფაილების გაფართოება mp4, avi;

 საკონკურსო პირობები

  • საკონკურსოდ გამოგზავნილ მასალებზე უფლება ეკუთვნის კონკურსის ორგანიზატორ ფორუმს (IRCEF). დაუშვებელია ნამუშევრების რეცენზირება, ისინი არ უბრუნდება ავტორს.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქვეყნის ყველა მოქალაქეს ასაკის შეუზღუდავად. ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე საკვირაო სკოლის მოსწავლეს.
  • კონკურსი ტარდება რამოდენიმე ასაკობრივ ჯგუფში, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გათვალისწინებულია საპრიზო ადგილები.
  • ერთ ავტორს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ერთ ნომინაციაში.
  • პირობებთან შეუთავსებელი ნამუშევარი არ განიხილება.

 

შენიშვნა: შეკითხვების არსებობს შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი იყოფა 3 ეტაპად.

1-ელი ეტაპი: შემოქმედებითი - მონაწილეები ამზადებენ ნამუშევრებს და აგზავნიან მითითებულ ელექტრონულ მისამართზე, competition.georgia2017@gmail.com.

2018 წლის 1 სექტემბერი - 2017 წლის 31 ოქტომბერი;

მე-2 ეტაპი: ადგილობრივი ჟიური აფასებს ნამუშევრებს, 12 საუკეთესო ნამუშევარს (ასაკობრივი ჯგუფებისა და ნომინაციების რაოდენობის შესაბამისად) და უგზავნის ფორუმის ჟიურის კონკურსის გასაგრძელებლად და განსახილველად.

2017 წლის 1-10 ნოემბერი;

მე-3 ეტაპი:საერთაშორისო ჟიური აფასებს ნამუშევრებს და აქვეყნებს შედეგებს ფორუმის ვებ-გვერდზე http://ircef.org.

2017 წლის ნოემბერი

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება

 

  • კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ფორუმის ვებ-გვერდზე http://ircef.org
  • კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
  • გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება  ფორუმის სათაო ოფისში, უკრაინაში, უჟგოროდში;
  • ოთხივე ქვეყნიდან შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები  ნომინაციებში „ლიტერატურული ნაწარმოები“, „ნახატი“, „ფოტო“ გამოქვეყნდება ფორუმის სპეციალურ კატალოგში და გავრცელდება კონკურსის მონაწილე ქვეყნებში.
  • გამარჯვებული ვიდეოფილმები ნაჩვენები იქნება ფორუმზე, კონკურსის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.

 

შენიშვნა: წინამდებარე კონკურსით ფორუმმა საფუძველი  ჩაუყარა და ამ ფორმით ყოველწლიური სახე მისცა სამყაროზე ზრუნვას აღმოსავლეთ ევროპაში.  სიამოვნებით მოვისმენთ კონკურსთან დაკავშირებულ (შინაარსსა და ფორმაზე) თქვენს მოსაზრებას, შენიშვნებსა და სურვილებს. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი აზრი საკონკურსოდ მითითებულ მისამართზე.

 

კეთილი სურვილებით,

კონკურსის ორგანიზატორები

საკონტაქტო პირი:

გულიკო შოშიტაშვილი

ტელ. +995 599 25 70 40

Shoshitashvili. guliko@gmail.com

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია