სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:02 
ქვემო ქართლის გუბერნატორი სამოქალაქო სექტორის მომზადებულ ანგარიშსს გაეცნო - 28 სექტემბერი 2018

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაა. კონკრეტულად კი, აქცენტი კეთდება ასოცირების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, თვითმმართველობების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტებზე. პროექტის ექსპერტმა დავით ლოსაბერიძემ, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტების ხარისხი, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის მაგალითზე. შესაბამისი ანგარიში, ლოსაბერიძემ ქვემო ქართლის გუბერნატორს შოთა რეხვიაშვილს, მის მოადგილეებს კახა კობერიძეს, ზაურ დარგალს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ჟვანიას გააცნო.

გუბერნატორმა გამოთქვა მზაობა, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულას. განაცხადა, რომ საკითხი ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და მზადაა სამოქალაქო სექტორისგან შესაბამისი რეკომენდაციები მიიღოს.

„ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საშუალოვადიანი ხედვისა და პრიორიტეტების დოკუმენტების პროექტები. მიზანშეწონილია, მოხდეს მათი ყოველწლიური განახლება, პრიორიტეტების დოკუმენტი წარედგინოს საკრებულოს ისეთი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინფორმირებასა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად მსჯელობას არა მარტო შემდეგი წლის ბიუჯეტის დეტალებზე, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე.

ასევე, მუნიციპალიტეტების მერებმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების თაობაზე ბრძანების გამოცემისას, დოკუმენტის პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ჩართონ საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთეს ინფორმირებულობას მომავალი წლის ბიუჯეტის შემუშავების საწყის სტადიებზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეალურ მონაწილეობას, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს ალტერნატივები და შესაძლებლობები ღიაა,“- ვკითხულობთ ანგარიშის რეკომენდაციებში.

პროექტს სახელმწოდებით: „ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში  -  ასოცირების ევროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მაგალითზე“ ახორციელებს ორგანიზაცია ქვემო ქართლის მედია ა(ა) იპ „ბოლნისის ენის სახლთან“ ერთად. პროექტი მიმდინარეობს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

Kvemokartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია