ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:43 
მარნეულში გამოვლენილი დარღვევები - 28 ოქტომბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები სამ რეგიონში - კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში დააკვირდნენ.

ორგანიზაციის 25 მონიტორი მუშაობდა საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. 

სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგს ახორციელებდნენ მობილური ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული იყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქვეყნდებოდა www.humanrights.ge-ზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

დარღვევები და საინტერესო ფაქტები საარჩევნო უბნებზე

  • მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქში, საბირკენდის მე-12 საარჩევნო უბანზე აგიტაციას ეწეოდა საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის წარმომადგენელი აკამედ იმამკულიევი. უბანზე შესვლისას მას რეგისტრაცია არ გაუვლია, რაზეც დამკვირვებლებმა მისცეს შენიშვნა. შენიშვნამ მისი აგრესია გამოიწვია. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ იმამკულიევმა რეგისტრაცია გაიარა, ვიდეოკამერა დაამონტაჟა და საარჩევნო უბანი დატოვა. მანამდე მან უბანზე მყოფ ამომრჩევლებს მოუწოდა, ხმა დავით ბაქრაძისთვის მიეცათ.
  • მარნეულის 22-ე ოლქის 67-ე უბანზე დილით წილისყრა არ იყო ჩატარებული და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სიტყვიერად ჰქონდათ განაწილებული მოვალეობები. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, წილისყრა ჩატარდა.
  • მარნეულის 22-ე ოლქის 67-ე უბანზე იმყოფებოდა ორი არაუფლებამოსილი პირი: დაცვის პოლიციის წარმომადგენელი და პირი საცნობი ნიშნის გარეშე, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, მათ დაატოვებინეს უბნის ტერიტორია, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გააპროტესტა. ამის შემდეგ უბანზე მივიდა პოლიციის თანამშრომელი. დამკვირვებელმა მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს,  პოლიციელს დაეტოვებინა უბანი, რაზეც პოლიციელი გაბრაზდა და დამკვირვებელს მიმართა, რომ მისი საქმე არ იყო. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარემ პოლიციელს უბანი დაატოვებინა.
  • მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის, საბირკენდის მე-12 უბანზე „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენლებს მიკროავტობუსით მიჰყავდათ ამომრჩევლები, სავარაუდოდ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მისაცემად. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, მათ 5-ჯერ მაინც მოიყვანეს დღის განმავლობაში სხვადასხვა ამომრჩეველი. „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზეც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტრორინგს  ახორციელებს პროექტით - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია