სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:56 
სათემო ლიდერთა ფორუმი 2018 მიმდინარეობს - 01 ნოემბერი 2018

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, დღეს სათემო ლიდერთა ფორუმი იმართება. ღონისძიება ტარდება, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა“ (დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ) და „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“ პროექტის (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა) ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით. ფორუმს ესწრება 100-ზე მეტი მონაწილე.  

წლევანდელი ფორუმის მთავარი მიზნებია: სათემო ორგანიზაციებისთვის ცოდნის შეძენა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება, აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და კონტაქტების დამყარება.  ასევე, ფორუმზე გამოვლინდება და დაჯილდოვდება 2017-2018 წელს განხორციელებული საუკეთესო სათემო ინიციატივა/პროექტი და სათემო „კერა“ (კუთხე), რომელიც ვიზუალურად წარმოაჩენდა სათემო ორგანიზაციების საქმიანობას.

CSRDG-ის თემის განვითარების პროგრამა 2011 წლიდან ახორციელებს სათემო ფორუმებს. წლევანდელი ფორუმი გამორჩეულია მრავალფეროვანი სესიებითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო და სამთავრობო სფეროს მოწინავე სპიკერებით.

CSRDG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა ურუშაძემ აღნიშნავს, რომ „ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა სათემო ინიციატივების მნიშვნელოვნების წარმოსაჩენად. თემის ლიდერები არიან ადგილებზე პრობლემების მოგავრების კატალიზატორები. თემის მობილიზაცია ეს გრძელვადიანი პროცესია და პროგრამის მხრიდან გრძელვადიანი ინტენსიური მუშაობაა  საჭირო  ერთიდაიგივე თემში იმისათვის, რომ ადგილებზე სტაბილური შედეგების მიღწევა შევძლოთ.“

სათემო ორგანიზაცია „თოლისკური“-ს წარმომადგენელი გვანცა კიკალიშვილის მოსაზრებით, „ჩვენ, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიატორის როლში ვართ, რომელთაც პოზიტიური ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია.“

წლევანდელი სათემო ფორუმის საშუალებით, დამსწრე საზოგადოება იღებს ინფორმაციას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა

  • არასახელმწიფო დაფინანსების მექანიზმები;
  • ფინანსური სტაბილურობის მიღწევის ახალი შესაძლებლობები;
  • დეცენტრალიზაციის მიმდინარე პროცესი და მმართველობის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა;
  • ქალის როლი მმართველობაში; ნარჩენების მართვის მხრივ ქვეყანაში არსებული გარემო, შესაბამის სტრუქტურებსა და თემს შორის თანამშრომლობის მექანიზმები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია:  პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017-2018) ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ისახავს მიზნად, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც ასევე შედის ოთხი ქართული სამოქალაქო ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტი „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, 2012 წლიდან, ახორციელებს პროექტს „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“. პროექტი ხორციელდება  გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.  პროექტი მიზნად ისახავს ქალთა გენდერული თანასწორობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში. ასევე, სათემო ჯგუფებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრიც ბიზნესს შორის ურთიერთობების დამყარებასა და გაძლიერებას.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თემის განვითარების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სათემო ორგანიზაციების დახმარებითა და ადგილობრივი ლიდერების გაძლიერების გზით.

 

ინფორმაციის წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია