სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:58 
kvemokartli.ge მარნეულში ახალ პროექტს იწყებს - 05 დეკემბერი 2018

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ (kvemokartli.ge) ქალაქ მარნეულში ახალ პროექტს იწყებს

პროექტის სახელოდებაა: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ - ცნობირების ამღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ

პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა პროპაგანდის პრობლემის მიმართ, აამაღლოს მათი ცნობიერება პროპაგანდის და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე.

პროექტის ამოცანაა, მიზნის მისაღწევად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 50 ახალგაზრდისთვის [25-25 კაციან ჯგუფებად დაიყოფა] პროპაგანდისა და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე ტრენინგების კურსის ჩატარება. ტრენინგების თემატიკა იქნება შემდეგი: 


 პროპაგანდა როგორც პრობლემა; 
 პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები - შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი) 
 ანტიდასავლური პროპაგანდა; 
 საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე; 
 პროპაგანდასთან ბრძოლა - ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)

ტრენინგში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მარნეულში მცხოვრებ, აღნიშნული თემით დაინტერესებულ, 18-25 წლამდე ახალგაზრდებს. ტრენინგების კურსი ჩატარდება შაბათ-კვირას, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მარნეულის ოფისში (მის: გიორგაძის ქ.#1) 12:00 საათიდან 14:00 საათამდე. (ხანგრძლივობა 2.5 თვე)
პირველი ტრენინგი ჩატარდება 8 დეკემბერს.

კურსის დასასრულს, ახალგაზრდები მოამზადებენ პროპაგანდის შესახებ ესსებს. საუკეთესო 3 ესსეს ავტორი მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს. სერტიფიკატი კი გადაეცემა კურსის ყველა მონაწილეს.

დასწრების მსურველებმა სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე msamkharadze@ncce.ge

პროექტის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი: მანონ ბოკუჩავა manonbokuchava@gmail.com

პროექტი ხორციელდება „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით.

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია