პარასკევი, 23 აგვისტო 2019 წ.  20:35 
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე - 12 დეკემბერი 2018

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, მნიშვნელოვანი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რომელმაც სათავე დაუდო ამ კუთხით ბევრი ასპექტის წარმოჩენას და გააქტიურებას. 2018 წლის 10 დეკემბერი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად აღნიშნა. ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა შეხვედრები, დისკუსიები და აქციები.  

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის ქვემო ქართლის ოფისში 10 დეკემბერს ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის პრობაციონერებთან. მათ გააცნეს სახალხო დამცველის მანდატი, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები: სამოქალაქო, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სისხლის სამართლის სფეროებში. 

ასევე, რუსთავში ჩატარდა ქუჩის საინფორმაციო აქცია - საზოგადოებას დაურიგდა ადამიანის უფლებათა სიმბოლიკიანი სუვენირები: ბლოკნოტები, კალმები, საინფორმაციო ბროშურები და ფლაერები ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა სფეროში.

ქვემო ქართლის ოფისის მთავარმა სპეციალისტმა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირმა მჭედლიძემ, ადგილობრივ მედიასთან, ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე და  სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის ქვემო ქართლის ოფისის საქმიანობაზე.

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია