სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:56 
მარნეულში ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ტრენინგები მიმდინარეობს - 12 დეკემბერი 2018

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ (kvemokartli.ge) მარნეულში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ - ცნობირების ამღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა/ცნობიერება ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.  

ტრენინგს ქალაქ მარნეულში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, სტუდენტები და თემით დაინტერესებული აქტიური ახალგაზრდები ესწრებიან. მონაწილეებს შორის არიან საბინა გოჯაიევა და აისუნ ბოზდუევა. ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ტრენინგებით დაინტერესდნენ, რადგან თვლიან, რომ დღეს ეს აქტუალური თემაა და საჭიროა მეტი ინფორმაციის მიღება.

საბინა გოჯაიევა მე-11-ე კლასის მოსწავლეა. საბინას დიპლომატობა სურს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას გეგმავს. უყვარს ენების სწავლა და ოცნებობს ცნობილი ადამიანი გახდეს. თავისუფალ დროს უყვარს ცეკვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. წლების შემდეგ, საკუთარი თავი ამერიკაში წარმოუდგენია.

ენების შესწავლითაა დაინტერესებული ჩვენი კურსის მონაწილე აისუნ ბოზდუევაც. აისუნს უყვარს ინგლისური და ქართული ენები. სკოლის დამთავრების შემდეგ თარჯიმნობას აპირებს. ამჟამად სახლში დამოუკიდებლად სწავლობს იტალიურ ენას. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსებში და გაცვლით პროგრამებში.  თავისუფალ დროს აისუნი კითხულობს, დადის ბიბლიოთეკაში და წერს მოთხრობებს. მისი ერთერთი ოცნება მწერლობაა.  

საბინა და აისუნი, ტრენინგების კურსის დასასრულს, ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საკუთარ ესსებს გაგაცნობენ.

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგების თემატიკას:

  • პროპაგანდა როგორც პრობლემა; 
  • პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები - შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი)
  • ანტიდასავლური პროპაგანდა; 
  • საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე; 
  • პროპაგანდასთან ბრძოლა - ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)

(ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე msamkharadze@ncce.ge)

პროექტი ხორციელდებასაქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის(GCSD) ფინანსური  მხარდაჭერით.

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია