სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  10:58 
წინწყაროში მოქმედი საწარმო - ყველის წარმოება და სოციალური პასუხისმგებლობა - 14 იანვარი 2019

წელიწადი და 4 თვე, სწორედ, ეს დრო დასჭირდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში მოქმედ,  შპს „წინწყარო +“-ს ევროპული სტანდარტის ყველის გადამამუშავებლი წარმოების ასაწყობად.  დღეს საწარმო 7 ადამიანს ასაქმებს და მუშაობს ყველის სხვადასხვა სახეობის წარმოებაზე. შპს „წინწყარო +“-ის დირექტორი ზეინაბ აბულაძე ამბობს, რომ მათი გეგმები ამით არ შემოიფარგლება. წარმოება გეგმავს გაფართოებას და სურვილი აქვს დამატებით 6 ადამიანი დაასაქმოს.

 „ ჩვენი საწარმოს დაარსება ეფექტურად აისახა სოფლის ცხოვრებაზე. ადგილობრივების დასაქმებასთან ერთად, გარემოც უფრო კონკურენტული გახდა მომხმარებლისთვის. ჩვენ ვაწარმოებთ ყველის შემდეგ სახეობებს: ყველი ქართული, სულგუნი, ყველი აჯიკით, ყველი პიტნით, ყველი სვანური მარილით, შებოლილი ყველი. ასევე წარმოება ხდება ნადუღის და კარაქის“- საუბრობს ზეინაბ აბულაძე. მათ მომავლის გეგმებში კი შედის რძის და მაწვნის წარმოება.

აბულაძე ამბობს, რომ წარმოება სრულად ნედლი რძით ხდება, რაც არ არის ადვილი, მაგრამ არის მათი წარმოების მთავარი ღირსება. „ ჩვენი სურვილი იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. ამიტომ მოხდა საწარმოს აღჭურვა ახალი თანამედროვე დანადგარებით. გამოვიყენებ აქვე, შესაძლებლობას და ჩვენი წარმოების მხარდაჭერისთვის მადლობას გადავუხდი ევროკავშირს და მერსი ქორფს (Mercy Corps). მათი მცირე ალიანსების პროგრამის დამსახურებით, თანადაფინანსებით მოხერხდა ჩვენი საწარმოს მაღალი ტექოლოგიებით აღჭურვა“ - დაძენს, საწარმოს დირექტორი.

გარდა წარმოებისა, შპს „წინწყარო +“ იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას წინწყაროს თემის მიმართ. საწარმო ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან ერთად, მიმდინარე წლის იანვრიდან, ჩაერთო პროექტში, რომელიც სოფლის ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობას გულისხმობს. საწარმო მზადაა, საკუთარ მაგალითზე ასწავლოს ახალგაზრდებს, როგორ ხდება მცირე საწარმოს შექმნა და მართვა.

 

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია