პარასკევი, 23 აგვისტო 2019 წ.  20:06 
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს - 18 იანვარი 2019

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ - ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა/ცნობიერება ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში გაიმართა. ორგანიზაციას პარტნიორობა „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ (NTI) გაუწია. მათი მხარდაჭერით, ხულდარას სათემო რესურს ცენტრში ოცამდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მიიღის ინფორმაცია: ზოგადად პროპაგანდის შესახებ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და გაეცნენ მის უახლეს მაგალითებს. განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის, ამ ეტაპზე, ბოლო მაგალითიც, რაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეხება. ხულდარაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციის წყარო ძირითადად არაქართულენოვანი მედიაა. განმარტავდნენ, რომ ხშირად აზერბაიჯანის ტელევიზიებს ადევნებენ თვალს, სადაც საქართველოს შესახებ, მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ვრცელდება და ისიც რამდენიმე დღის დაგვიანებით. აქვე დაისვა კითხვაც, თუ რამდენად სანდო და ზუსტია მეზობელი ქვეყნის მედიის გავრცელებული ინფორმაცია?!..

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მარნეულელ ახალგაზრდებს შემდეგი თემატიკის ტრენინგები უტარდებათ:

  • პროპაგანდა როგორც პრობლემა; 
  • პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები - შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია)
  • ანტიდასავლური პროპაგანდა; 
  • საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე; 
  • პროპაგანდასთან ბრძოლა - ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)

პროექტი ხორციელდება „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური  მხარდაჭერით.

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია