სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:03 
„ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე“ - 30 იანვარი 2019

თეთრიწყაროში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: სკოლა, სახლი, ცეკვა, ფორტეპიანოს გაკვეთილები, … სანამ რამდენიმე ახალგაზრდის ძალისხმევით 2016 წლის 16 ნოემბერს არ დაარსდებოდა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“.

ორგანიზაციას არაფერი გააჩნდა, მაგრამ პროექტების წერითა და გრანტების მოპოვებით დამფუძნებლებმა შეიძინეს საჭირო ინვენტარი, იმისათვის, რომ შესძლებოდათ სოფლების სკოლებში ტრენინგების ჩატარება, საოფისე სამუშაოსა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება. ერთ წელიწადში ისე გაიზარდნენ, რომ ბანაკების მოწყობა დაიწყეს, სადაც მშობლები თავიანთი არასრულწლოვანი ბავშვების წაყვანას ანდობდნენ. დამფუძნებელი გოგონების ერთ-ერთი პირველი ბანაკის თემა სწორედ გოგონათა გაძლიერება იყო.

მერიასთან მოლაპარაკების შედეგად 2018 წლის აპრილში ორი წლით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, ორგანიზაციას გადაეცა შენობა, რომელიც სამუშაოდ გამოუსადეგარ მდგომარეობაში იყო. უძრავი ქონების გადაცემიდან მოკლე ვადაში ცენტრმა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეძლო სივრცის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსების მოძიება. თეთრიწყაროს ახალგაზრედბის ძალისხმევით გარემონტდა შენობა, რომელიც ახლა ბევრი ახალგაზრდისთვის სახლია.

- ეს არის ადგილი, სადაც მინდა ვიზრუნო... ვიზრუნო ყველაზე და ყველაფერზე: ადამიანებზე, ცხოველებზე, ხეებსა და აქ მცხოვრებ ჩიტებზე… - თამუნა, ორგანიზაციის მოხალისე.

სივრცე დატვირთულია სხვადასხვა აქტივობებით: ტრენინგები, ფილმებისა და ანიმაციების ჩვენებები, გასართობი და შემეცნებითი საღამოები, ახალგაზრდებმა დააფუძნეს ეკო და ქალთა კლუბები. შენობას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები თავიანთი ღონისძიებების განსახორციელებლად, ასე, მოსახლეობას განვითარებისათვის მეტ შესაძლებლობას სთავაზობენ.

-  ორი სიტყით, ორგანიზაცია ჩემთვის არის საყვარელი შვილი, - ლუსო, ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 

რამდენიმე თვეში კვლავ დაიწყება მოლაპარაკება ადგილობრივ მერიასთან საყვარელი შვილისთვის სახლის შესანარჩუნებლად. იქამდე კი, შენობაში ცხოვრება ჩვეულ რიტმში, აქტიურად, გრძელდება და ყველა სტუმრისთვის (სასარგებლო იდეებითა თუ კეთილი სურვილებით) ღიაა ცენტრისა და იქ მომუშავე ახალგაზრდების დიდი გულები.

 

თამუნა ბალიანი

„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია