პარასკევი, 23 აგვისტო 2019 წ.  20:00 
16 წლის ედგარ მაზმანიანი ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ - 30 იანვარი 2019

პროპაგანდა არის ფაქტების და არგუმენტებისა აქტიური გავრცელებაა. ემსახურება საზოგადო აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, პროპაგანდა არის ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახე. როგორც წესი, პროპაგანდის გავრცელება ხდება იმ პიროვნებების მხრიდან, რომელთაც არ მოსწონთ ესა, თუ ის ფაქტი და ყალბი ინფორმაციის მეშვეობით, ადამიანების გარკვეულ ნაწილს, აცვლევინებენ აზრს და შემდეგ უკვე მოქმედებებს. პროპაგანდის გავრცელება შეუძლიათ მედია ორგანიზაციებს, ცალკეულ ქვეყნებს, პოლიტიკოსებს, ბიზნეს კომპანიებს, აქტივისტურ დაჯგუფებებს და ა.შ კონკრეტულად ჩემ გარშემო, თემში, პროპაგანდის გავრცელება ხდება მედია საშუალებებით, რადგან ინფორმაციის ყველზე გავრცელენული წყარო არის მედია.  

ანტიდასავლური პროპაგანდა არის პროპაგანდა დასავლეთის „ევროპის’’ წინააღმდეგ, რომლის გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, საქათველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ევროპისკენ სვლის შეჩერება.   

და რამდენადაა გავრცელებული საქართველოში ანტიდასავლრი პროპაგანდა?!    საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ამასთან ერთად, ღრმად ჩამოყალიბებული ტრადიციები და კულტურა. ამას კი ხშირ შემთხვევაში ფარად იყენებენ ანტიდასავლურად განწყობილი პიროვნებები. პირველ რიგში ისინი დასავლეთზე საუბრისას, ცდილობენ დაგვარწმუნონ იმაში, რომ დასავლური ქვეყნები და მათი მთავრობა ცდილობს წაგვართვას ეროვნული ღირსება. ამ შემთხვევაში საკითხია იდენტობის დაკარგვაზეა. „კავკასიელობას გვართმევენ’’ - ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროპაგანდაა დასავლეთის წინააღმდეგ.

რეალურად  „იდენტობის დაკარგვის საფრთხე“ არის კრემლის გავრცებეული ტაქტიკური გზავნილი, რომელმაც საწყისს ეტაპზე ანტიდასავლური განწყობებისთვის ნიადაგი შეამზადა. ამ ვითარების პარალელურად კი რუსეთის მთავრობა  საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს (ამერიკა, NATO, ევროკავშირი) დემონიზებას ახდენს. შესაბამისად, პროპაგანდისტული ხასიათისაა მედია წყაროების ნაწილიც.

უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოში პროპაგანდისტული ხასიათით გამოირჩევიან შემდგომი მედია წყაროები Geoworld.ge, saqinform, ტელეკომპანია „ობიექტივი“. ასევე აქტუალური თემაა, რომ თითქოსდა დასავლეთის დემოკრატია პირობითია და ის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ხდება აზრის დამკვიდრება, რომ დასავლეთი არ არის დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარებით და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებით,  რომ ის თავად ახალისებს ტერორიზმს და ძალადობას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც დასავლური ქვეყნების, მათ შორის ამერიკის, მსხვერპლად იყო წარმოდგენილი, მათი ინტერესი საქართველოს მიმართ კი მხოლოდ ქვეყნის რესურსების ათვისების განზრახვასთან იყო დაკავშირებული.  

ანტიდასავლური პროპაგანდისტები, დიდ ზეგავლენას ახდენენ მოსახლეობაზე და მათ შემდგომ მოქმედებებზე. ჩემი აზრით, ეს საფრთხეა, როდგან ხშირად ადამიანებს არ აქვთ საკმარისი განათლება და ინფორმაცია, რომ ამას წინ აღუდგნენ.

პირადად ჩემს გარშემო ხშირად ვხვდები პროპაგანდისტული ხასიათის ამბებს. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება გარკვეული პიროვნებების მხრიდან, რომელთაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ყალბი მედია წყაროებიდან და რადგან ეს მათთვის ერთადერთი ინფორმაციის წყაროა - ისინი ვერ ახერხებენ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციების გარჩევას.  ჩემი აზრით, საზოგადოებაში უნდა მოხდეს ცნობიერების  ამაღლება ყალბი ინფორმაციების შესახებ. ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ცნობიერების ამაღლება ხდება, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ეცნობიან და იწყებენ მეგობრობენ უცხოელ თანატოლებთან. ამ საქმეში დიდი წვლილი შეაქვს, როგორც ტრენინგებს, ასევე ევროპაში ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს და უფრო ფართო საზოგადოებამ გაიგოს, რომ ინფორმაციას ყოველთვის კრიტიკული თვალით უნდა შეხედოს. ამით იმისი თქმა მინდა, რომ უპირობოდ არ უნდა დავუჯეროთ იმას, რასაც გვეუბნებიან და უნდა ვიცოდეთ, როგორ გადავამოწმოთ ინფორმაციები.

 

ედგარ მაზმანიანი

 

ედგარი 16 წლისაა. სწავლობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში. მონაწილეობდა პროექტში: „მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ - ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ.“

პროექტი მიმდინარეა და ხორციელდება „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური  მხარდაჭერით.

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია