ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:28 
ჯანდარის ტბა - თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით - 05 თებერვალი 2019

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს. მეზობლები, როგორ უფრთხილდებიამ მას, ამჯერად ჩვენი საუბრის თემა არაა. ვაკვირდებით თავად, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ.

ტბას დღეს ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა, მათი მსხვილფეხა საქონელი, მონადირეები და მეთევზეები სტუმრობენ. გარკვეული პერიოდულობით კი გარემოს დამცველებიც აკითხავენ. ეს უკანასკნელნი მისი ყველაზე დიდი მეგობრები არიან, რადგან არაფერს ართმევენ.

ჯანდარის ტბას მიგრაციისას და საზამთროდ 20 000-მდე წყალმცურავი ფრინველი იყენებს.  მათზე  მონადირეები გამალებით ნადირობენ. ტბიდან სროლის ხმა ხშირად ისმის. ფრინველებს უსაფრდებიან ე.წ კამიშებში - (ჭაობის მცენარე, ლელი), დასდევენ ძრავიანი ნავებით. ტყვიების ლულები ყრია ტბის ნაპირზე. სხვადასხვა საყოფაცხოვრები ნარჩენებით კი მოფენილია ტბის გარშემო ტერიტორია. პლასტმასის ბოთლები ტივტივებს ალაგ-ალაგ წყლის ზედაპირზეც.

ტბის და მისი ფრივნელების მიმართ, იტერესის გაზრდას გარემოს დამცველი ორგანიზაცია SABUKO ცდილობს. ამჯერად მათ აქცენტი კონკრეტულ საკითხზე გააკეთეს, რასაც ჭარბტენიანი ტერიტორიების პრობლემები ჰქვია. დაბინძურება, გვალვა, დაშრობა - ეს ჯანდარის და მისი მსგავსი სხვა ტბების მთავარი სირთულეებია.

SABUKO-ში იციან და ჩვენც გვიზიარებენ, რომ მდინარეები და აუზები წარმოადგნენ „სახლს“ მრავალი სახეობისთვის. მათ კი სჭირდებათ სუფთა წყალი გადასარჩენად და გამრავლებისთვის. ხშირად ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ადამიანი იყენებეს სასოფლო სამეურნეო მიწებზე ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ამ ადგილებში და წყალმცენარეებით დაფაროს წყლის ზედაპირი წებოვანი მწვანე მასით.

ისტორიულად, ზოგიერთი ჭარბტენიანი ტერიტორია, როგორიცაა ჭაობი განიხილება, როგორც უსარგებლო სივრცე. ძალიან ბევრი დააშრეს კიდეც  სახლის ასაშენებლად, ან ფერმის დაარსების მიზნით. დადგა დრო, რომ დავიცვათ ის ადგილები, რაც კიდევ შეგვრჩა.

აგრთვე, ჭარბტენიანი ადგილები წყლის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენენ, განსაკუთრებით იქ, სადაც წყლის სხვა რესურსი მწირია. ჭარბტენიანი ტერიტორიები მიწისქვეშა წყალს ზედაპირული დონის მიღწევის საშუალებას აძლევს. ამგვარად, ეს  ტერიტორიები ეხმარება მიწიქვეშა წყალს განახლებაში”- ორგანიზაცია SABUKO.

და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭარბტენიან ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი ჭაობის ტორფიან ნიადაგებში, ნახშირბადის მარაგი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს ტყეებში.


 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია