პარასკევი, 23 აგვისტო 2019 წ.  20:02 
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე - 11 მარტი 2019

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” - ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა.

პირველი აქტივობა, რომელსაც მალია ცენტრში ჩაატარებს წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნა იქნება. ეს არის ირლანდიური დღესასწაული, რომელიც აშშ-სა და სხვადასხვა კულტურების ნაწილად იქცა. ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციას გაიგებენ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის სტუმრები 17 მარტს ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„პირველად ვცხოვრობ პატარა ქალაქში და ეს კარგი გამოცდილებაა ჩემთვის, ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობა კი თავიდანვე ძალიან მიმზიდველად მეჩვენა“ - გვიზიარებს მალია მულენი.

მალია 2019 წლის აგვისტომდე იმუშავებს ცენტრში და ორაგნიზაციის შიდა საქმიანობის გარდა, ჩაატარებს ინგლისური ენის უფასო გაკვეთილებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

„ ჩემთვის ამერიკელი მოხალისე ცენტრში ნიშნავს საერთაშორისო მაშტაბებზე გასვლასა და ახალ პერსპექტივებს. ბოლოს და ბოლოს ვისწავლი ინგლისურს, ან... მას ვასწავლი ქართულს“-  საუბრობს ორგანიზაციის აქტიური წევრი, ნატო მანუკოვი.

ამჟამად საქართველოში 117 მოხალისეა და ერთ-ერთი მასპინძელი ორგანიზაცია თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრია. საინტერესო თანამშრომლობის შედეგებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ცენტრის ფეისბუქ გვერდზე.

 

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია