პარასკევი, 23 აგვისტო 2019 წ.  20:07 
უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა (R) - 31 მაისი 2019

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმის, Livo.ge-ს ბეტა ვერსია, რომელიც თიბისი ჯგუფის ინიციატივით Allproperty.ge-ს ბაზაზე შეიქმნა, დღეიდან ამოქმედდა. Livo.ge მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ფინანსურ რესურს და მათ უძრავი ქონების სფეროში არსებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

განახლებული პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბინის ყიდვა-გაყიდვის მსურველ ფიზიკურ პირებს, ისე დეველოპერებს. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელი სანდო, გაადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და  დისტანციურად შეძლებს, დამატებით  პროცედურების გარეშე.

Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება.

უახლოეს მომავალში Livo.ge მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან - საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღია იქნება  ყველასთვის,  განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია უძრავი ქონებით დაინტერესებული ფიზიკური/ იურიდიული პირი ან დეველოპერი.

Livo.ge მომხმარებელს უკვე სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ სერვისს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

Livo.ge-ს დაემატა კიდევ ერთი სიახლე - 3D ფოტოტურები. უახლესი, მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერის მიერ გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმის შესაძლებლობა უკვე ვირტუალურად ექნება, ადგილზე მისვლის გარეშე.

თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილი 2018 წელს  შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, Livo.ge დამოუკიდებელ კომპანიად რჩება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კი ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და 

საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებაში დაეხმარება.

უძრავი ქონების ციფრული პლატფორმის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

სარეკლამო მასალა 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია