პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  21:21 
„წინწყაროს საკვირაო სკოლას“ თეთრიწყაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა - 15 ივნისი 2019

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ სათემო ფონდ "კოდორი 2013"-თან პარტნიორობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:

„სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის - ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში.“

პროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს ახალგაზრდებში, რათა მათ შეძლონ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელება.

პროექტის ფარგლებში სოფელ წინწყაროში შეიქმნა ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა. მოხდა სამოქალაქო განათლების თემატურ საკითხებზე წიგნების შეძენა და მცირე ბიბლიოთეკის მოწყობა. მონაწილეებს, ყოველ კვირა, უტარდებათ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ტრენინგები.

საკვირაო სკოლის მონაწილეები 14 ივნისს თეთრიწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას ესტუმრნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თეთრიწყაროს მერიის სამსახურების მუშაობის ძირითადი მიმართულებები და შეხვედროდნენ ქალაქის მერს გიორგი ქორიძეს.

თეთრიწყაროს მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა სკოლის მონაწილეებს გააცნეს მათი სამსახურების ძირითადი ამოცანები - უპასუხეს ახალგაზრდების კითხვებს. აუხსნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტების მოწესრიგება, შენახვა და მოქალაქეებისთვის წერილებზე პასუხის გაცემა. საკვირაო სკოლის მონაწილეებს გააცნეს ის სოციალური პროგრამებიც, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის არსებობს თეთრიწყაროს მერიაში. აგრეთვე, მიაწოდეს ინფორმაცია ახალგაზრდულ პროგრამებზე.

წინწყაროს სამოქალაქო აქტივისტებს კითხვები და სურვილები ჰქონდათ თავიანთ სოფელთან დაკავშირებით. მათ თეთრიწყაროს მერს გიორგი ქორიძეს სოფელში სასმელი წყლის პრობლემაზე, შიდა გზებზე და განათების საკითხზე დაუსვეს კითხვები. ასევე, გააცნეს მათი ახალი ინიციატივა, რომელიც სოფელში სკვერის მოწყობას გულისხმობს. გიორგი ქორიძემ განმარტა, რომ მერია უკვე მესამედ აცხადებს ტენდერს, რომლსაც შეუძლია სრულად მოუგვაროს სოფელს სასმელი წყლის პრობლემა. გამოთქვა იმედი, რომ ამჯერად მაინც ტენდერში მონაწილე კომპანიები კანონის შესაბამისად მოამზადებენ დოკუმენტაციას. სკვერთან დაკავშირებით კი საკვირაო სკოლის მონაწილეებს მხარდაჭერას დაპირდა. მერი დასძენდა, რომ ახალგაზრდების მსგავს აქტიურობას მიესალმება და მზადაა სოფლის ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტის გზებზე, მათთან ერთად იმსჯელოს. 

აქვე, წინწყაროს სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელში სკვერის მოსაწყობად ხელმოწერები უკვე შეაგროვეს და კოლექტიური წერილით თეთრიწყარის მერიას მიმართეს. ამავე შინაარსის კოლექტიურ წერილს აგზავნიან ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. 

სკოლის მონაწილეებისთვის გუშინდელი დღე სხვამხრივაც დატვირთული იყო. მათ კარი თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრშიც გაუღეს. ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსო დოსტიბეგიანმა, მათ ცენტრის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. ყველაზე მთავარი კი ამ შეხვედრაზე თავად ცენტრის შენობის საკითხი იყო. ლუსო უხსნიდა საკვირაო სკოლის მონაწილეებს, რომ მათ დიდი ენთუზიაზმით მოახერხეს, რვა წლის განმავლობაში დაკეტილი და დანგრევის პირას მყოფი შენობის "გაცოცხლება". დღეს ცენტრი მუნიციპალიტეტის აქტიურ ახალგაზრდებს თავისი კრეატიული სივრცით, აქტივობებით და „ღია კარის“ პოლიტიკით იზიდავს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ ცენტრის სივრცის გამოყენაბა შეუძლია ყველას - თავისი საინტერესო იდეის განსახორციელებლად. პირობა კი ერთია: ცენტრს უნდა მოუფრთხილდეს ისე, როგორც უფრთხილდება საკუთარ სახლს. 

წინწყაროს საკვირაო სკოლის მონაწილეები აგრძელებენ  პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგების კურსს. პარალელურად კი უძღვებიან სკვერის თაობაზე დაწყებულ ადვოკატირების კაპანიას

შეგახსენებთ, რომ პროექტში „ქვემო ქართლის მედიას“ პარტნიორობას უწევს სათემო ფონდი კოდორი 2013“. აგრეთვე, პროექტის უმნიშვნელოვანისი ნაწილია თანამშრომლობა შპს „წინწყარო +“ რომელიც ევროკავშირის სტანდარტებით მომუშავე რძის გადამამუშავებელი საწარმოა.

პროექტი ხორციელდება სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ (CSRDG)  ფინანსური  მხარდაჭერით.

 

Kvemokartli.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია