ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 წ.  12:40 
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი - 26 ივნისი 2019

პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

ლივოს შეფასების სერვისი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი სამართლებრივი თუ კომერციული მიზნებისთვის. მათ შორის, აუდიტორული დასკვნისთვის, ბუღალტრული ანგარიშგებისთვის, ქონების გადასახადის დაანგარიშების, ქონების გაყოფის, სესხის აღების და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომერციულ ბანკებს,სალიზინგო, სადაზღვეო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვადასხვა პროფილის კომპანიებს და  ფიზიკურ პირებს.

უძრავი ქონების შეფასებას ახორციელებს 55 სერტიფიცირებული შემფასებელი, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ლივოს შემფასებლის მიერ შეფასებული უძრავი ქონების პორტფელი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას მოიცავს.

შეფასების სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. ტარიფი ნებისმიერი ადგილმდებარეობის შემთხვევაში იდენტურია.საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასების ღირებულება 24 საათში 39 ლარია,  დაჩქარებული მომსახურება  6 საათში - 78 ლარი.  კომერციული ფართის შეფასება 24 საათში 149 ლარი ღირს, დაჩქარებული მომსახურება 6 საათში -  298 ლარი. (ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Livo.ge-ს ვებგვერდზე:   https://livo.ge/shefaseba/).

ლივოს მიერ დღეში  საშუალოდ 600 ერთეული უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება, რაც  ამ მხრივ კომპანია ლიდერია ბაზარზე. უახლოეს მომავალში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ლივოს შეფასებების რაოდენობა დღეში 900 ერთეულს მიაღწევს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.

უძრავი ქონების შეფასების პასუხისმგებლობა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ.

“ჩვენი მიზანია,  ონლაინ შეფასების სერვისი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ფასისა და ტერიტორიული დაფარის კუთხით. ამით კი უძრავი ქონების ბაზრის გაჯანსაღების ხელშეწყობას ვცდილობთ“, - ამბობს გიორგი ჩუმაშვილი, Livo.ge-ს დამფუძნებელი.

უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge  მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. პლატფორმა განკუთვნილია როგორც ბინების ყიდვა-გაყიდვისმსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Livo.ge-ს საშუალებით მომხმარებელი სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით  პროცედურების გარეშე.

Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება, 3D ფოტოტურები. უახლოეს მომავალში ვებ-გვერდი მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან - საცხოვრებლად გადასვლამდე.

ციფრული პლატფორმა ღიაა ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია ის.

ლივოს სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: Livo.ge, ან ცხელი ხაზზე: 032 215 86 86

 

 სარეკლამო მასალა

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია