პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  22:58 
თიბისი TKT.GE -ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა (R) - 01 ივლისი 2019

თიბისიმ ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE - ში თავისი წილი 26 % - დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. თიბისიმ TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.  მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის სტრატეგიას.

ონლაინ პლათფორმა  TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის  განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE - მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა,  თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.

მუდმივად განვითარებადი პლათფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE - მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით.  TKT.GE - ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

„ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესოა ის ბაზრები, სადაც თიბისი, როგორც ციფრული ბანკი აპირებს შესვლას. ჩვენი პროდუქტი ერთერთი მნიშვნელოვანი ბლოკი იქნება ახალ ბაზრებზე საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების შესათავაზებლად,“ - განაცხადა TKT.GE - ს გენერალურმა დირექტორმა ლევან კილაძემ.

„TKT.GE -ს და TBC-ს გვაქვს საერთო ხედვა და სინერგიები სტრატეგიაში - გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ სერვისები. თიბისის გადახდების ეკოსისტემის სტრატეგია თანხვედრაშია TKT.GE -ს სამომავლო ხედვებთან, ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით სასიამოვნო სიახლეებს მივაწოდებთ მომხმარებლებს,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ბანკთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.

 

სარეკლამო მასალა

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია