პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  22:29 
თიბისი IT აკადემიაში სტუდენტების მეორე ნაკადის მიღება დაიწყო (R) - 19 ივლისი 2019

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს კურსებზე - UX და NET. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 31 ივლისამდე გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულებზე შეუძლიათ:

· UX - https://forms.gle/txFTHChXTDrG1bsU7

· NET - https://forms.gle/7Ptn8iyexPZyfgBQ6

თიბისი IT აკადემიაში სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო პლატფორმა ერთი მხრივ, აერთიანებს ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნოლოგიებით არიან დაინტერესებულნი, მეორეს მხრივ, კი მათ შესაძლებლობას აძლევს, დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე.

თიბისი IT აკადემიაში განათლების მიღება ჟიურის მიერ შერჩეულ სტუდენტებს შეუძლიათ. 4 თვის განმავლობაში, ახალგაზრდებს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტებზე.

სტუდენტების პირველმა ნაკადმა IT აკადემიაში 4 თვიანი კურსი უკვე გაიარა. თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიის 25-ვე კურსდამთავრებული სტუდენტი თიბისი ბანკსა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდება.

„თიბისი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე. გარდა ამისა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისი ავითარებს ეკოსისტემებს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის მონაწილე კომპანიები ინტეგრირებული სერვისების მიწოდებით ქმნიან ღირებულებას მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ფინანსური ტექნოლოგიების ცოდნის შეძენა და გავრცელება მთელ ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თიბისი IT აკადემიის დაფუძნება. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კურსზე სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა სტუდენტმა შეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კარგი განათლების მიღება“, - ამირან შეროზია, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/it-academy.

 

სარეკლამო მასალა

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია