პარასკევი, 22 ნოემბერი 2019 წ.  22:50 
თიბისი ბანკმა ResponsAbility Investments-ისგან 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა (R) - 22 ივლისი 2019

თიბისი ბანკმა  და ResponsAbility Investments-მა ხელი მოაწერეს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება.

„თიბისი ბანკი ResponsAbility Investments-თან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ეს  ჩვენ მიერ განხორციელებული უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რაც მხარეებს შორის ნაყოფიერი და წარმატებული პარტნიორობის დასტურია. მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისი ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში წამყვანი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება“, - განაცხადა  ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა. 

ResponsAbility Investments-ი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ინვესტიციების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს მართავს, რაც კერძო სესხებითა და კაპიტალით 90 ქვეყანაში ინკლუზიური ბიზნესმოდელის მქონე 540 კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება.

ResponsAbility Investments-ი  2003 წელს დაარსდა და მისი მთავარი ოფისი ციურიხში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივი ოფისები განთავსებულია ბანგკოკში, ჟენევაში, ჰონგკონგში, ლუქსემბურგში, მუმბაიში, ნაირობიში, ოსლოსა და პარიზში.

 

სარეკლამო მასალა 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია