შაბათი, 06 ივნისი 2020 წ.  17:45 
„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər - 29 იანვარი 2020

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების ჩამონათვალში, სწორედ, სასმელი წყალი ხვდება.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ დმანისში მოგიყვებიან ისტორიებს, სამეზობლოში სარეცხი მანქანების გაფუჭების შესახებ. სოფელს, წყალი ორ დღეში ერთხელ და ისიც რამდენიმე საათით აქვს. თუმცა სოფელში, უბნების ნაწილში, ამ გრაფიკითაც არ არის წყალი ხელმისაწვდომი.
 
„გვიწევს სხვადასხვა ჭურჭელში წყალის შეგროვება. ისეთი წნევით მოდის, როცა გვაქვს, რომ სარეცხ მანქანას ვერ ამუშავებს. ამიტომ ვასხამთ ვედრებით, რის გამოც ყოველ მეორეს გადამწვარი აქვს სარეცხი მანქანები.
არ ვიცით დასალევად რამდენად ვარგისია, ზოგჯერ ვატყობთ, რომ სილები მოჰყვება. ამ პრობლემის წინაშე რაც თავი გვახსოვს ვდგავართ. გვეუბნებიან წყლის დებიტი არ არის საკმარისი-ო, ეს მაშინ როდესაც ჩვენთან ახლოს ჩამოდის მდინარე მაშავერა და არის შესაძლებლობა ამ წყლის შემოყვანის და გაფილტვრის. მსგავსი პრობლემის წინაშე დგას სოფელი ვარდისუბანი და სოფელი მაშავერაც. წყალს ეს სოფლები ვიყოფთ ერთმანეთში.
რაც შეეხება სარწყავ წყალს, მასზე საუბარიც არაა,  [თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ არხების ბეტონის კონსტრუქციები სოფლის ნაწილში მოწყობილია] რამდენადაც ვიცით რაღაც არხი გაკეთდა სოფელთან ახლოს, მაგრამ ჩვენთან - უშუალოდ სოფელში არაა შემოყვანილი“- საუბრობენ ადგილობრივები. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მათ ოჯახებს და ყოველდღიურობას ეხება, რთული დასათანხმებლები არიან შეგვიპატიჟონ სახლებში და გვანახონ როგორ აგროვებენ წყლას და აქვთ, თუ არა მცირე ავზები. მხოლოდ რამდენიმეს დათანხმება ხერხდება და ისინიც ითხოვენ კადრში არ მოხვდნენ.
რესპონდენტები ყვებიან, რომ სოფელს დიდ პრობლემას უქმნის ის გარემოებაც, რომ არ აქვთ „მაღალმთიანის სტატუსი“. ეს მაშინ, როდესაც დიდი ექსპერტობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ დიდი დმანისის მაღალმთიანობა შენიშნო. უღელტეხილის მსგავსი კილომეტრიანი მონაკვეთია გასავლელი იმისთვის, რომ სოფლამდე მიაღწიო. სოფელი თითქოს რამდენიმე მთაზეა გაშენებული და სახლების ნაწილამდე მისასვლელად აღმართებია გასავლელი. დიდ დმანისს ცხოვრებას ურთულებს, ადგილობრივების თქმით, საწარმო RMG-იც. გვიხსნიან, რომ საწარმო მათ სიახლოვეს აწარმოებს ნედლეულის მოპოვებას და თავისი საქმიანობით აბინძურებს გარემოს - ჰაერს, ნიადაგს და მდინარეს.
მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის - წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”

QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

Kvemo Kartlinin bir çox məntəqə və kəndi içməli su problem qarşısında dayanır. İllərdir ki, həyata keçirilən yaxud planlaşdırılan layihələrə baxmayaraq əhali üçün əsas problemlərin siyahısında məhz içməli su da yer alır.
Dmanisi bələdiyyəsinin Didi Dmanisi kəndində qonşularda paltaryuyan maşınlarının xarab olması ilə bağlı hadisələr danışırlar. Kəndə su iki gündə bir dəfə, bir neçə saatlıq  verilir. Ancaq kənddə məntəqələrin müəyyən hissəsində subu qrafiklə də əlçatan deyil.
“Müxtəlif qablara su doldurmalı oluruq. Elə təzyiqlə gəlir ki, paltaryuyan maşını çalışmır. Ona görə də vedrələrlə tökürük və buna görə də iki gündən bir paltaryuyan maşını xarab olur.İçmək üçün nə dərəcədə yararlıdır bilmirik, bəzən tərkibində qum olur. Özümü biləndən bu problem qarşısında dururuq. Deyirlər suyun təzyiqi yetərli deyil, bizə yaxın Maşavera çayı gəlir və bu suyun çəkilməsi üçün imkan var. Vardisubani və Maşavera kəndi də bu kimi problemin qarşısında dayanır. Bu kəndlər öz aramızda suyu bölürük.Suvarma suyundan heç danışmaq lazım deyil (ancaq qeyd olunmalıdır ki, kəndin bir hissəsində beton qurğuları yerləşdirilib), bildiyimiz kimi kəndə yaxın hansısa kanal düzəldilib, amma bizə - kəndə çəkilməyib” – yerlilər danışır.
Baxmayaraq ki, problem onların ailəsinə və gündəlik həyatlarına aiddir, bizi evə dəvət etməyə və hovuzlar olmazsa suyu necə topladıqlarını göstərməyə çətin razılaşdılar. Yalnız bir neçə nəfər razılıq verdi və onlar da xahiş etdilər ki, kadra düşməsinlər.
Müsahiblər danışırlar ki, kəndin “dağlıq yaşayış məntəqəsi statusunun” olmaması da problem yaradır. Didi Dmanisinin yüksək dağlıq məntəqə olduğunu müəyyən etmək üçün ekspert olmaq lazım deyil. Kəndə çatmaq üçün eniş-yoxuşa bənzər bir kilometrlik çıxış hissəsi var. Kənd sanki bir neçə dağ üzərində qurulub və evlərin yarısına getmək üçün yüksəkliyə çıxmalı olursan. Yerlilərin sözünə görə RMG də Didi Dmanisinin yaşam tərzini çətinləşdirir. Onlar bizə izah edirlər ki, müəssisə onların yaxınlığında xammalhasilatı istehsal edir və öz fəaliyyəti ilə ətraf mühiti– havanı, torpağı və çayı çirkləndirir.
Bələdiyyədə içməli su problemi haqqında məlumat Dmanisinin yerli özünüidarəetməsinin veb-səhifəsində əlçatandır. “Dmanisi bələdiyyəsinin kəndləri üçün əsas problemlərdən biri su təchizatının yaxşılaşdırılmasıdır. Ormodzğaro-Maşavera layihəsinin başa çatması və işlərin həyata keçirilməsindən sonra 40 illik problem həll olunacaq. Bələdiyyənin 19 kəndi və Dmanisi şəhəri isə 24 saatlıq su təchizatı ilə təmin olunacaq” – Dmanisinin veb-səhifəsi dmanisi.gov.ge-də oxuyuruq.
Material “Qafqazda Ətraf Mühitin Mühafizəsi üzrə Təşkilatlar Şəbəkəsi”nin (CENN) dəstəyi ilə, “Dəyişikliklər üçün məlumat – Dmanisi, Marneuli, Tsalka və Tetritsğaro bələdiyyələrində su, sanitariya və gigiyena standartlarının məşhurlaşdırılması” layihəsi çərçivəsində hazırlanıb.
QvemoQartli.ge
Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz
რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია