სამშაბათი, 31 მარტი 2020 წ.  17:30 
Su yoxdur (წყალი არ არის) - ალგეთში სასმელი წყლის პრობლემა წლებია, ვერ გვარდება - 29 იანვარი 2020

სოფელი ალგეთი მარნეულის ცენტრიდან დაახლოებით 7 კილომეტრში მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, აქ 4253 ადამიანი ცხოვრობს.თემის ოთხივე სოფელში  მთავარი პრობლემა სასმელი წყლის უქონლობაა.

ალგეთელი გულნარა გუსეინოვა გვიყვება, როგორ ცხოვრობენ ალგეთში უწყლოდ:

„დასალევ წყალს სულ ვყიდულობთ. ყოველდღიურად კი სახლთან პატარა რუ  გამოდის და იმ წყალს ვიყენებთ. ხან ისეთი ჭუჭყიანია წყალია, ფეხსაცმელსაც კი ვერ გაიწმენდ. ჩვენ კი ასეთი  წყალი ჭურჭლისთვისაც უნდა გამოვიყენოთ და  სარეცხისთვისაც.

ეს ონკანი კი რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ. მაშინ სოფელში გაიყვანეს წყალი. როდის იყო?! ალბათ, სააკაშვილის დროს. ცოტა ხანს, რამდენიმე თვე იყო წყალი და მას მერე ძალიან იშვითია, ამ ონკანში წყალი რომ წამოვიდეს. ქვემოთ უბნებში  ვიღაცას აქვს ჭა, მაგრამ აქ ძალიან ვწვალობთ“.

გულნარას ეზოში არის ონკანი, მაგრამ იქ წყალი იშვიათად მოდის. უწყლოდაა დარჩენილი ონკანი  აგიგათ ვერდიევასთანაც.

„500 ლარი გადავიხადეთ რამდენიმე წლის წინ, წყალი რომ გაეყვანათ, მაგრამ რად გინდა?! თვეები ისე გავა, წყალი ერთხელ არ წამოვა. წარმოგიდგენიათ, რამდენი წყალი სჭირდება ოჯახს, თან როცა ბავშვია. ვწვალობთ ძალიან. ჩვენც სხვებივით ვყიდულობთ წყალს“, - გვიხსნიან აგიგათის ოჯახის წევრები.

 ფოტოაპარატიანი სტუმარი სოფელში ყურადღებას   იქცევს.

 - რამეს ეძებთ? - რუსულად გვეკითხება ერთი     შუახნის კაცი.

  - არა, ძებნით არა...  წყალი გაქვთ?“

   - წყალი? აღარც მახსოვს, ბოლოს     როდის მოდიოდა „კრანში“.ალბათ,  კომუნისტების მერე აღარ ყოფილა.

- აბა, ყიდულობთ? რა ღირს წყალი?

 - მე არც ვიცი, რა ღირს. ცოლი ყიდულობს ხოლმე. ეზოსთან მიაქვთ მანქანით.

- ქალები უწყლობის გამოალბათ განსაკუთრებით რთულ დღეში არიან?

- კაცებს კიდევ რა გვიჭირს? ვსხედვართ ასე ჩაიხანაში დაჩაის ვსვამთ. ქალები, მართლაც, ცოდო არიან, ყველაფერი მათი საზრუნია.

სოფელში წყლის პრობლემაზე ახალგაზრდა ქალებიც საუბრობენ. ადგილობრივი თურაჯ იბრაგიმოვა ამბობს, რომ წყალი პრობლემაა ამ სოფლისთვის და მოსახლეობას სასმელი წყლის  შეძენა უწევს.

თურაჯი ალგეთის საბავშვო ბაღის გამგეა.

„საბედნიეროდ, საბავშო ბაღში შარშან ჭა გაითხარა და ბაღი უზრუნველყოფილია წყლით. სოფელსაც, წესით, მალე უნდა მოუგვარონ ეს პრობლემა. როგორც ვიცი, ტენდერიც არის გამოცხადებული“,- ამბობს თურაჯი.

საკითხზე კომენტარს მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს. სასმელი წყლის ახალი   ქსელების    მოწყობის  მიზნით 2020 წელმუნიციპალიტეტში, დაგეგმილია ფართო    მასშტაბიანი   სამუშაოები. გაუმჯობესდება სამი  დიდი   ადმინისტრაციული   ერთეულის:ალგეთის, ქუთლიარისა  და  კაპანახჩის  სოფლების  წყამომარაგება. მასშტაბური   პროექტი   ცენტრალური    და   ადგილობრივი   ბიუჯეტის   დაფინანსებით   განხორციელდება, რისთვისაცგამოყოფილია 3 150 685 ლარი; აქვეგაცნობებთ, რომ   აღნიშნული   ნფრასტრუქტურული  პროექტის  განხორციელებისთვის, სამუშაოებზე   უკვე გამოცხადებულია   ტენდერი- აცხადებენ მარნეულის მერიაში.

თინათინ მოსიაშვილი

მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის - წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

Algeti kəndi Marneulinin mərkəzindən təxminən 7 kilometr məsafədə yerləşir. 2014-cü il əhalinin ümumi siyahıya alınmasına görə burada 4253 nəfər yaşayır. İcmanın dörd kəndinin dördündə də əsas problem içməli suyun olmamasıdır.

Algeti sakini Gülnara Hüseynova Algetidə susuz necə yaşadıqları haqda danışır:

“İçməli suyu həmişə alırıq. Gündəlik isə evin yanından kiçik arx axır və arx suyundan istifadə edirik. Su hərdən elə çirkli olur ki, ayaqqabını da təmizləməzsən. Biz isə bu vəziyyətdə olan sudan qab-qacaq və paltar yumaq üçün istifadə etməli oluruq. Bu kranı isə neçə il əvvəl düzəltmişik. O zaman kəndə su çəkdilər. Nə vaxt idi?! Yəqin Saakaşvilinin vaxtı olardı. Bir neçə ay su gəldi və ondan sonra nadir hallarda krandan su gəlir. Aşağı məhəllələrdə kiminsə quyusu var, ancaq burada çox əziyyət çəkirik”.

Gülnaranın həyətində kran var, amma oradan su nadir hallarda gəlir. Həqiqət Verdiyevanın həyətində də kran susuzdur.

“Bir neçə il əvvəl 500 lari ödədik ki, su çəksinlər, amma nəyimizə lazımdır?! Aylar elə ötüb keçir bir dəfə də su gəlmir. Təsəvvür edin ailəyə nə qədər su lazımdır, hələ ki, evdə uşaq varsa. Çox əziyyət çəkirik. Biz də başqaları kimi suyu alırıq”- Həqiqət Verdiyevanın ailə üzvləri bildirirlər.

Fotoaparatlı qonaq kənddə diqqət çəkir.

-          Nəsə axtarırsız? – orta yaşlı kişi rus dilində soruşur.

-          Xeyr, axtarmırıq...Suyunuz var?

-          Su? Sonuncu dəfə “krandan” nə zaman gəldiyini xatırlamıram. Yəqin kommunistlərdən sonra olmayıb.

-          Bəs, alırsınız? Suyun qiyməti neçədir?

-          Mən bilmirəm neçədir. Həyat yoldaşım alır. Maşınla evin yanına gətirirlər.

-          Susuzluğa görə yəqin qadınlar çətin vəziyyətdədirlər?

-          Kişilərin nə problemi var? Belə, çayxanada oturub çay içirik. Qadınlar həqiqətən yazıqdırlar, hər şeyin qayğısına onlar qalmalı olurlar.

Kənddə su problemindən gənc qadınlar da danışır. Yerli sakin Turac İbrahimova deyir ki, bu kənddə su problemdir və əhali içməli suyu almalı olur.

Turac Algeti uşaq bağçasının rəhbəridir.

“Xoşbəxtlikdən uşaq bağçasında ötən il quyu qazıldı və bağça su ilə təmin olunub. Kənddə də əslində tezliklə bu problemi həll etməlidirlər. Bildiyimə görə tender də elan olunub” – Turac deyir.

Məsələ ilə bağlı Marneuli yerli özünüidarəsi də müsahibə verir.

“İçməli suyun yeni şəbəkələrinin qurulması məqsədi ilə 2020-ci ildə bələdiyyədə geniş miqyaslı işlər planlaşdırılır. Üç böyük inzibati ərazi vahidliyinin: Algeti, Kürtlər və Kəpənəkçinin kəndləri su ilə təmin olunacaq. Geniş miqyaslı layihə mərkəzi və yerli büdcənin maliyyəsi ilə həyata keçiriləcək və bunun üçün 3 150 685 lari ayrılıb;

Qeyd edim ki, qeyd olunan infrastruktur layihəsinin həyata keçirilməsi üçün işlərlə bağlı artıq tender elan olunub”- Marneuli meriyasından bildirirlər.

 

Tinatin Mosiaşvili

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız saytı qeyd edərək istifadə edə bilərsiniz.

Material “Qafqazda Ətraf Mühitin Mühafizəsi üzrə Təşkilatlar Şəbəkəsi”nin (CENN) dəstəyi ilə, “Dəyişikliklər üçün məlumat – Dmanisi, Marneuli, Tsalka və Tetritsğaro bələdiyyələrində su, sanitariya və gigiyena standartlarının məşhurlaşdırılması” layihəsi çərçivəsində hazırlanıb.

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია