შაბათი, 06 ივნისი 2020 წ.  16:48 
პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - 09 მარტი 2020

პრობლემა


გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ უძღვოდა ლუკა სირაძის რამდენიმე საათიანი [დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე] დაკითხვა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ტერიტორიაზე, უკანონო შეღწევის და კედლების მოხატვის ფაქტზე. დაკითხვა ჩატარდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში.

დღეს სირაძის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ორგანიზაციის განცხადებით გამოკითხვისას მოზარდი  პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან - საია.

უფლებადამცველები ლუკა სირაძის საქმეზე, არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე აქტიურად საუბრობენ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ხაზს უსვამს იმ  გარემოებას, რომ სირაძის საქმე არ არის ერთადერთი, რომელიც  ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების „რეპრესიულ და კარცერულ“ ბუნებას.

 „ჩვენი გამოცდილება არაერთ მსგავს შემთხვევას გვახსენებს [მათ შორის, დემურ სტურუას, ა. კვირიკაშვილის საქმეები] და საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხები, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ წარსულში მსგავს ტრაგედიებზე. EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით, გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს“ – EMC.

საერთაშორისო პრაქტიკა

როგორ უნდა წარიმართოს ბავშვის დაკითხვა?

პეკინის წესების [1985 წლის 29 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია] თანახმად, მშობლებს ან მეურვეს აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მათი დასწრება არასრულწლოვანის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია უარი უთხრას მათ ასეთ მონაწილეობაზე, თუ არის საფუძველი ვარაუდისა, რომ ეს აუცილებელია არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე. სახელმწიფოთა უმეტესობა არა მხოლოდ უშვებს მშობლების ან მეურვის დასწრებას, არამედ მოითხოვს, რომ პოლიციის მიერ ბავშვის ნებისმიერი დაკითხვის ჩატარებას დაესწრონ მშობლები ან სხვა სათანადო უფროსი. პრაქტიკაში, მშობლის დასწრების უფლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ მშობელს ეცნობა ვითარების შესახებ და თუ მშობელს ეძლევა საკმარისი დრო, რომ მივიდეს დაკითხვის ადგილზე. მიზანშეწონილია, რომ მშობლებს მიეცეთ გარკვეული პერიოდი პოლიციაში მისასვლელად და დაკითხვა არ დაიწყოს მათ მისვლამდე.[1]

„ მშობლის თანდასწრება ემოციურ მხარდაჭერას გაუწევს ბავშვს და უზრუნველყოფს, რომ ის მარტო არ დაუპირისპირდეს ისეთ ვითარებას, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან სტრესული იქნება მისთვის მარტო ყოფნის შემთხვევაში. და კიდევ, მშობლის დასწრების ერთ-ერთი მიზეზი არის იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვმა გაიგოს ნათქვამი, როგორც შინაარსის, ისე ენის თვალსაზრისით, და რომ მას მიეცეს საკუთარი მოსაზრებების ნათლად გამოხატვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს შეუძლიათ სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა, ისინი, მათი ასაკიდან გამომდინარე, უფრო მეტად ექვემდებარებიან ოფიციალური პირების მხრიდან ზეწოლას და, ამგვარად, შეიძლება წარმოადგინონ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს არასაიმედო, დეზინფორმაციულ ან თვითმამხილებელი. იმაში დასარწმუნებლად, რომ ბავშვის მიერ მიცემული ჩვენება ნებაყოფლობითია და არა იძულებითი, მშობელი ან სხვა სათანადო უფროსი ყოველთვის უნდა ესწრებოდეს ბავშვის დაკითხვას დანაშაულთან დაკავშირებით“ - ქეროლინ ჰამილტონი, ესექსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და ბავშვთა სამართლებრივი ცენტრის დირექტორი(CLC).

ქეროლინ ჰამილტონის აზრით, შესაძლებელია, მხოლოდ მშობლის დასწრება არ იყოს საკმარისი პოლიციაში ბავშვის უფლებების დაცვისათვის. აუცილებელია იურისტის დახმარებაც, ბავშვის საუკეთესო ინტერესებოდან გამომდინარე. ამის შესაძლებლობას კი საერთაშორისო სამართალი გვაძლევს - ბავშვის უფლებათა კონვენციის 37- მუხლი ითვალისწინებს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება. ამასთანავე, კონვენციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის (II) ნაწილის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ბავშვი იყოს უზრუნველყოფილი “სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარების მიღებით, თავისი დაცვის მომზადებისა და განხორციელებისათვის“. 

საქართველოს კონონდებლობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე -დაკითხვის ნაწილი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მარეგულირებელ ძირითად სამართლებრივ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც არეგულირებს არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივიდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებს.  ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიხედვით არასრულწლოვანი არის 18 წლამდე ასაკის დაზარალებული, მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი.

არასრულწლოვნებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ 14 წლის ასაკიდან, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, ადვოკატები, მოსამართლეები.  სპეციალიზაციის არმქონე პირებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებაში.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობას იღებენ არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება იყვნენ  არასრულწლოვანი პირის არასრულწლოვნის მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე.  იმ შემთხვევაში თუ კანონიერ წარმომადგენელს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი უზრუნველყოფენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომლის ან სხვა სანდო პირის ჩართვას (საპროცესო წარმომადგენელი) პროცესში.  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდნენ ფსიქოლოგი, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

არასრულწლოვანთა გამოკითხვა და დაკითხვა რეგულირდება ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლით.

რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროების შემთხვევაში პირი/მოწმე გამოკითხვის/დაკითხვის დროს სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის გამოკითხვისას/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოფდეს  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და გამოკითხვის/დაკითხვის დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.

სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს რომ რეალობა პრობლემურია და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არასრულწლოვნები ზარალდებიან. გასული წლის 16 დეკემბერს, მას შემდეგ რაც 15 წლის მოზარდმა ლუკა სირბილაძეკ თვითმკვლელობა სცადა, გაეროს ბავშვთა ფონდმა  განცხადება გაავრცელა:

“არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა დაიცვას კანონთან კონტაქტში მყოფი თითოეული ბავშვის ღირსება და პატივი სცეს ბავშვის ასაკსა და გენდერთან დაკავშირებულ საჭიროებებს. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის, ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე აკრძალულია ბავშვის წამება, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა.” [2]

ნახატის ავტორი: მარიამ გელაძე

 

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და ააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დაკვეთით, პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია QvemoQartli.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.


რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია