სამშაბათი, 17 მაისი 2022 წ.  02:54 
რუსთაველთა ბინებში გაწვიმდა - 21 თებერვალი 2012

რამდენიმე დღის წინ რუსთავის 21-ე მიკრო რაიონის მე-7 სართულზე  გაწვიმდა. სახურავიდან თოვლის დნობის შედაგად წარმოქმნილმა  წყალმა ცხრა სართულიანი შენობის სამი სართული დატბორა. წყლის ერთი ნაკადი უმოქმედოდ დარჩენილი ლიფტის კედელს გაყვა და მე-3 სართულამდე ჩავიდა. იგივე სიტუაცია იყო 21-ე მკ/რ-ის მე-4 კორპუსში. მოსახლეობის ბინებში კედლებთან ერთად საყოფაცხოვრობო ნივთებიც დასველდა.

მაცხოვრებლები გაოცებულნი  დარჩნენ, რადგან სახურავი, საიდანაც წყალი ჩამოვიდა,სულ რაღაც, რამდენიმე თვის წინ გადახურეს.  ადგილობრივებმა მერიის თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლეს და გადასახდელი (სახურავის გადახურვის) 10% ერთმანეთში გაინაწილეს. საერთო ჯამში იმის გათვალისწინებით, რომ  ყველა მეზობელმა ფული ვერ დადო და ზოგი ბინაც დაკეტილი იყო - ოჯახებს 90 ლარის დადება მოუწიათ.

,, ჩვენ არ ვიცით ზუსტად სახურავის ბრალია, თუ საწვიმარი მილის ე.წ ჟოლობის. ამას იმიტომ ვეჭვობთ, რომ ჟოლობი არ იყო არაფრით დაცული ყინვისგან. ალბათ, წყალი ვერ გაატარა და ამიტომაც  დავიტბორეთ"- ამბობენ კორპუსების მაცხოვრებლები.

მოსახლეობას პირველ რიგში საქმნის გარკვევას ,,რუსთავის კორპუსთან" ურჩევს, რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძე. ,,ცხრა სართულიანი კორპუსების  მოსახლეობამ თვითონ მოძებნეს კომპანიები, რომელებიც მუშაობენ გადახურვებზე. პირველ რიგში პასუხი მათ უნდა მოსთხოვონ. ასევე ცხადია, უნდა მიმართონ ,,რუსთავის კორპუსს". თუ ახალ გადახურულ შენობას პრობლემა აქვს შემსრულებელმა კომპანიამ უნდა აგოს ამისთვის პასუხი.

რაც შეეხება საწვიმარ მილებს. მე ვერ გეტყვით ამ კონკრეტული შენობის პროექტში სახურავის საკითხთან ერთად საწვიმარი მილის მოწესრიგებაც  შედიოდა,  თუ არა."- საუბრობს  რუსთავის მერის მოადგილე, დავით ჯაფარიძე.

21-ე მკ/რ მამასახლისებს  ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. მათ კიდევ ერთხელ უწევთ კორპუსში თანხის აგროვება. ამჯერად, უკვე საწვიმარი მილების შესაკეთებლად.

აღნიშნული პრობლემის წარმოქმნისთვის პასუხისმგებლობა  შემსრულებელ კერძო კომპანიასთან ერთად  ქალაქის თვითმმართველობასაც  ეკისრება, რადგან თვითმმართველობას პროგრამაში, ლოგიკურად, უნდა გაეთვალისწინებინა სახურავებთან ერთად  მათი საწვიმარი მილების მოწესრიგების საკითხიც.

 

kkpress.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
 
Video screenshot
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2022 ყველა უფლება დაცულია